“ჩელსი” რემის უშვებს
“ჩელსის” შემტევი ლოიკ რემი “სტემფორდ ბრიჯს” დიდი ალბათობით დაემშვიდობება.
გასულ სეეზონში 28 წლის ფორვარდმა პრემიერლიგის 21 შეხვედრაში ითამაშა და ძირითადად მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შედიოდა, რაც მას დიდად არ მოსწონდა.
საუბრობენ, რომ რემის გადაბირება პრემიერლიგის რამდენიმე კლუბს სურს, რომელთა შორის ყველაზე მეტად “ვესტ ჰემი” და “კრისტალ პელასი” აქტიურობენ.
The Telegraph-ის ცნობით, ლურჯები მზად არიან ფრანგ ფორვარდს დაემშვიდობენ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებული კლუბი 15 მილიონ გირვანქას გადაიხდის.