“ჩელსი” სნეიდერს გაიფორმებს?
ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ინგლისელთა ყურადღება მიიპყრო.
როგორც გამოცემა Fanatik იტყობინება, უახლოესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობა უესლი სნეიდერის გადაბირებას ეცდება.
არსებული ინფორმაციით, 31 წლის შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერით პირადად “არისტოკრატთა” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული, რომელიც მასთან ერთად მილანის “ინტერში” მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში სნეიდერმა “გალათასარაისთან” ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც 2018 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამიტომაც, მის გამოსასყიდად ლონდონელებს დაახლოებით 20 მილიონი ევროს გადახდა დასჭირდებათ.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში სნეიდერის ანგარიშზე თურქული კლუბის მაისურით ჩატარებული 15 მატჩი, სამი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემაა.