“ჩელსი” “უემბლიზე” გადანაცვლებას აპირებს
ლონდონის “ჩელსი” საშინაო არენა “სტემფორდ ბრიჯისთვის” რეკონსტრუქციის ჩატარებას აპირებს. სტადიონის რეკონსტრუქცია 2017-2020 წლებშია დაგეგმილი. ბუნებრივია, ამ პერიოდში გუნდმა საშინაო მატჩების ჩასატარებლად სხვა არენა უნდა გამონახოს.
“დეილი მეილის” ინფორმაციით, დასავლეთლონდონელები “უემბლის” სტადიონის იჯარით აღებაზე ფიქრობენ. წყაროს თანახმად, “ჩელსი” მზად არის, ლეგენდარული სტადიონის არენდაში წლიურად 11 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადოს.
ახალი სტადიონის აშენებას აპირებს ლონდონის კიდევ ერთი კლუბი “ტოტენჰემ ჰოთსპური” და “დეზებიც” საშინაო შეხვედრის ჩასატარებლად ალტერნატიულ ვარიანტად “უემბლის” განიხილავენ, თუმცა “ჩელსის” წინადადება 3 მილიონი ფუნტით უფრო მომგებიანია, ვიდრე “ტოტენჰემის” შეთავაზება.