“ჩელსი” ვან პერსით დაინტერესდა
ბრიტანული “სქაი სპორტსის” ცნობით, ლონდონის “ჩელსი” “ფენერბაჰჩეს” თავდამსხმელ რობინ ვან პერსით დაინტერესდა.
ინგლისური კლუბი აპირებს, რომ უახლოეს პერიოდში “ფენერბაჰჩეს” 32 წლის ჰოლანდიელი ფორვარდის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალურად მიმართოს.
შესაძლო ტრანსფერის თანხა და კონტრაქტის პირობები არ ხმაურდება.
რობინ ვან პერსიმ თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 18 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ცნობისათვის, ჰოლანდიელ თავდამსხმელსა და “ფენერბაჰჩეს” შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2018 წლის 30 ივნისს ეწურება.