“ჩელსიმ” “ადიდასთან” არსებული კონტრაქტი 6 წლით ადრე გაწყვიტა
ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელებმა კონტრაქტი გაუწყვიტეს “ადიდასს”, რომელიც მათი ერთ-ერთი მთავარი სპონსორი გახლდათ.
“არისტოკრატებს” გერმანულ ფირმასთან 2023 წლამდე ჰქონდა გაფორმებული კონტრაქტი, რომლის თანახმადაც ლონდონელები წელიწადში 30 მილიონ ფუნტს მიიღებდნენ.
შეთანხმების მიხედვით, “ჩელსის” “ადიდასისთვის” გარკვეული თანხის გადახდა მოუწევს კომპენსაციის სახით. გერმანული ფირმა ადასტურებს იმასაც, რომ ინგლისელთა ეს გადაწყვეტილება მიზნად ახალ ფირმასთან თანამშრომლობის წამოწყებას ისახავდა.
ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: “საფეხბურთო კლუბმა “ჩელსიმ” და “ადიდასმა” მიაღწიეს შეთანხმებას. შედაგად ჩვენი კონტრაქტი მიმდინარე 2017 წლის 30 ივნისს გაწყდება.
“ადიდასი” ლონდონის “ჩელსისთან” 2006 წლიდან თანამშრომლობდა. აღნიშნული ფაქტი “ჩელსის” შანსს მისცემს მოელაპარაკოს ახალ ფირმას, რომელიც მათ აღჭურვილობით მოამარაგებს.”