“ჩელსიმ” “ბორნმუთი” დაამარცხა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის 32-ე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში ლონდონის “ჩელსი” სტუმრად “ბორნმუთს” ეწვია და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა.
ანგარიში მატჩის 17-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც სმიტმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. სამიოდე წუთში ედენ აზარმა კანტეს პასი გამოიყენა და სხვაობა ორამდე გაზარდა. 42-ე წუთზე კინგმა ერთი ბურთი გაქვითა. 68-ე წუთზე კი ალონსომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:3.
შედეგად, პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 31 მატჩში “ჩელსის” 75 ქულა უგროვდება და უახლოეს მდევარს 7 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში “ჩელსი” “ოლდ ტრაფორდს” ეწვევა.
“ბორნმუთი”: ბორუცი; დენიელსი, კუკი, ფრანცისი, სმიტი; პუჰი (აიბი 72′), უილშეარი, არტერი,ფრეიზერი (გრადელი 84′); კინგი; აფობე
მთავარი მწვრთნელი: ედი ჰაუ
“ჩელსი”: კურტუა; ასპილიკუეტა, ლუისი, კეჰილი; მოზესი, კანტე, მატიჩი, ალონსო; პედრო (უილიანი 88′), აზარი (ფაბრეგასი 82′); დიეგო კოშტა
მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე