“ჩელსიმ” დროგბას შემცვლელი “მანჩესტერ სიტიში” იპოვა
ლონდონური გუნდი აქტიურად ეძებს აფრიკელი ვეტერანის შემცვლელს.
“არისტოკრატთა” მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ხელმძღვანელობას კიდევ ერთი თავდამსხმლის შეძენა სთხოვა, რომელიც 37 წლის დიდიერ დროგბას შემცვლელი უნდა იყოს.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა თვალი ბოსნიელ ედინ ჯეკოს დაადგა, რომელსაც სტაბილური ადგილი არ აქვს სასტარტო შემადგენლობაში, სერხიო აგუეროს გამო.
წყაროს თანახმად, “მოქალაქეები” მზად არიან 29 წლის წინახაზელის გასაშვებად, თუ 14 მილიონ ფუნტს მიიღებენ.
მიმდინარე სეზონში, ჯეკომ 22 პრემიერ ლიგურ მატჩში 4 გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი გააკეთა.