“ჩელსიმ” “ჰალ სიტის” სძლია
![](https://fanebi.com/wp-content/uploads/2015/03/10599555_10153291807597259_8661774631291820491_n.jpg)
პრემიერლიგის 30-ე ტურში ლონდონის “ჩელსიმ” “ჰალ სიტისთან” რთული გასვლითი გამარჯვება მოიპოვა.
ლონდონელებმა აქტიურად დაიყეს და უკვე მე-9 წუთისთვის აზარის და დიეგო კოშტას გოლებით 2:0-ს იგებდნენ. თუმცა, მასპინძლებმა 26-ზე ელ მოჰამადის გოლით გაათანაბრეს, ზუსტად 2 წუთში კი ერნადესმა კურტუასა და ივანოვიჩის შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა.
მატჩის ბედი მეორე ნახევარსი გადაწყტა. 77-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ლოიკ რემიმ ვილიანის პასით ისარგებლა და საბოლოოდ ანგარიში, 2:3 დააფიქსირა.