“ჩელსიმ” “ლივერპულს” სეზონის პირველი ქულები დააკარგვინა (ვიდეო)

თარიღი: სექტემბერი 30, 2018

პრემიერ ლიგის მეშვიდე ტურის ცენტრალურ მატჩს “ენფილდმა” უმასპინძლა, სადაც ექვსმატჩიანი მოგებათა სერიის მქონე “ლივერპული” ლონდონის “ჩელსის” დაუხვდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და შედეგიც შესაფერისი გახლდათ.

იურგენ კლოპის ბიჭებმა გაკვეთილი კარგად ვერ ისწავლეს – ედენ აზარის შეჩერება კვლავაც ვერ შეძლეს და 25-ე წუთისთვის “არისტოკრატებს” ერთბურთიანი უპირატესობა აჩუქეს. პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.

შეხვედრის მეორე ნახევარში ვითარება დიდად არ შეცვლილა. “მერსესაიდელებმა” ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ ტაიმის მიწურულს შეძლეს. გოლის ავტორი სტარიჯი გახლავთ, რომელმაც შემოსვლიდან სამ წუთში შეძლო მეტოქის კარის აღება.

ასე რომ, ქულების დაკარგვა “ლივერპულისთვის” მტკივნეული აღმოჩნდა, დაკარგა რა პირველი ადგილი. მომდევნო ტურში იურგენ კლოპის გუნდი სწორედ პირველადგილოსან “მანჩესტერ სიტის” მიიღებს, “ჩელსი” კი “საუთჰემტპონს” ეწვევა.

მსგავსი სიახლეები