“ჩელსიმ” ომერუო “მიდლსბროში” გაანათხოვრა

თარიღი: იანვარი 7, 2014

20 წლის ნიგერიელი მცველი კენნეტ ომერუომ, რომელიც ლონდონის “ჩელსის” საკუთრებაშია, კარიერას იჯარის წესით “მიდლსბროში” გააგრძელებს. ომერუო, რომელიც ცენტრალური და მარჯვენა მცველის პოზიციებზე ერთნაირი წარმატებუით თამაშობს, გასულ სეზონში ჰოლანდიურ “დენ ჰააგის” ღირსებას იცავდა.

მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ომერუო ნიგერიის ნაკრების შემადგენლობაში აფრიკის თასის გათამაშებაზე წარმატებით ასპარეზობდა.

მსგავსი სიახლეები