“ჩელსიმ” საკლუბო რეკორდი დაამყარა
ინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტურში ლონდონის “ჩელსიმ” “ბორნმუთი” ანგარიშით 3:0 დაამარაცხა და საკლუბო რეკორდიც დაამყარა.
ანტონიო კონტეს გუნდმა პრემიერლიგაში მიჯრით მე-12 შეხვედრა დაასრულა გამარჯვებით, რაც “ჩელსის” არსებობის ისტორიაში პირველად მოხდა.
კონტეს გუნდმა სექტემბრის თვეში, პრემიერლიგის მე-6 ტურში ლონდონის “არსენალთან” გამარტული მატჩი დათმო, რის შემდეგაც მიჯრით 12 შეხვედრა უდანაკარგოდ განვლო.