“ჩელსიმ” “სუონსი” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)
ინგლისის პრემიერ ლიგის 26-ე ტურში სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი, ლონდონის “ჩელსი” უელსურ “სუონსის” დაუპირისპირდა.
მატჩში ანგარიში პირველი ტაიმის მე-19 წუთზე გაიხსნა, როდესაც ფაბრეგასმა მოახერხა პედროს პასით გოლის გატანა. თუმცა, სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხეს, დამატებულ დროში თავი ფერნანდო ლორენტემ გამოიჩინა.
მატჩის მეორე ტაიმის პირველ ნაწილში “სუონსი” “არისტოკრატებს” ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ უელსელები 72-ე წუთზე გატყდნენ, რასაც პედროს გოლს უნდა ვუმადლოდეთ. 84-ე წუთზე კი კოშტამ ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა.
“ჩელსი”: კურტუა; კეჰილი, დავიდ ლუისი, ასპილიკუეტა; ალონსო, ფაბრეგასი, ნ’გოლო კანტე, მოზესი; ედენ აზარი, კოშტა, პედრო
მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე
“სუონსი”: ფაბიანსკი; ნათონი, ფერნანდესი, მოუსონი, ოლსონი; ფერი, კორკი, ქეროლი (აიუ 76′); რუტლეგე, ლორენტე, სიგურდსონი
მთავარი მწვრთნელი: პოლ კლიმენტი