“ჩელსიმ” “ტოტენჰემი” პენალტების სერიაში დაამარცხა და ფინალში გავიდა (ვიდეო)

თარიღი: იანვარი 25, 2019

24 იანვარს ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართა “სტემფორდ ბრიჯზე”. მინიმალური ანგარიშით განცდილი მარცხის შემდეგ “არისტოკრატებმა” შური იძიეს და “მამლებს” ფინალის საგზური გამოსტაცეს ხელიდან.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და მასპინძელთა მცირე უპირატესობით მიმდინარეობდა. ანგარიში 27-ე წუთზე ნგოლო კანტემ გახსნა, რომლისთვისაც ეს რიგით მეოთხე გოლი გახლავთ მიმდინარე სეზონში. ტაიმის საბოლოო შედეგი კი ედენ აზარმა დააფიქსირა 37-ე წუთზე.

მეორე ტაიმი მაურისიო პოჩეტინოს ბიჭებმა უფრო ცოცხლად დაიწყეს და შედეგად, ფერნანდო ლორენტემ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ შეძლო ოფიციალურ მატჩში თავის გამოჩენა (50′). ლიგის თასის წესების თანახმად, სტუმრად გატანილ გოლს მნიშვნელობა არ ენიჭება და გულშემატკივრებმა პენალტების სერია იხილეს.

თერთმეტმეტრიანების სერია, ლონდონის “ჩელსის” იოლი გამარჯვებით დასრულდა – უილიანმა, ასპილიკუეტამ, ჟორჟინიომ და დავიდ ლუისმა ბრწყინვალედ გამოიყენეს თავიანთი შანსები. სტუმართა მხრიდან კი მხოლოდ ერიქსენმა და ლამელამ შეძლეს მეტოქის კარის აღება, ხოლო დაიერმა და ლუკასმა – ვერა.

ასე რომ, ლიგის თასის ფინალში “ჩელსი” “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდება, რომელმაც “ბარტონი” გამანადგურებელი ანგარიშით 10:0 დაამარცხა (ორი მატჩის ჯამში).

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფანი სამსახურიდან მარეზთან გადაღებული სელფის გამო დაითხ

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფანი, 37 წლის კრეიგ უილისი, სამსახურიდან რიად მარეზთან გადაღებული სელფის გამო დაითხოვეს. ამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესიმ “ბარსელონასთან” მოლაპარაკებები ჩაშალა და კლუბს 2021 წელს დატოვებს

ესპანურ პრესაში გავრცელებული ბოლოდროინდელი ცნობების მიხედვით, ლეომ ესის “ბარსელონას” დატოვება აქვს გადაწყვეტილი. არგენტინელმა სუპერვარსკვლ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ლეროი სანე “ბაიერნის” ფეხბურთელია

ლეროი სანე ამიერიდან მიუნხენის “ბაიერნის” ღირსებას დაიცავს. ბავარიულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. “ბაიერნმა” ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვარდიოლა: “დე ბრუინი მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ “ლივერპულთან” გამარჯვების შემდეგ კევინ დე ბრუინის შესახებ ისაუბრა და [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” მომდევნო სეზონიდან ჩავი უთავკაცებს

“ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი, რომელიც დღესდღეობით ყატარულ “ალ სადს” თავკაცობს, მომდევნო სეზონიდან “ბ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გრიზმანს მეტრანახევრიანი და ნახევრად აუტისტი მესის ეშინია?”

საფრანგეთის ნაკრებისა და “ბარსელონას” ყოფილმა თავდამსხმელმა, კრისტოფ დიუგარიმ კატალონიურ გუნდში ანტუან გრიზმანის პრობლემებზე ისაუბრა. დიუგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტიმ” “ლივერპული” ოთხბურთიანი სხვაობით გაანადგურა(ვიდე

პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე გაჩემპიონებული “ლივერპული” 2 ივლისს თავის მთავარ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან მჭედლიძის 53 წუთი და საჩემპიონო გოლი

თბილისის “დინამო” 30 წლის ფორვარდმა, ლევან მჭედლიძემ დატოვა. კლუბის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, მხარეებს შორის კონტრაქტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – ბათუმში მხოლოდ ფრე!

ეროვნული ლიგის მე-4 ტური ბათუმში, “დინამომ” “საბურთალო” მიიღო და სეზონში მე-4 ფრე გააგორა. ანგარიში 61-ე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იკარდიმ “ინტერის” დატოვების მიზეზები განმარტა

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ მილანის “ინტერიდან” წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ მაისში არგენ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან მჭედლიძემ თბილისის “დინამო” დატოვა

ლევან მჭედლიძემ “დინამო” დატოვა. თბილისური კლუბის ოფიციალური გვერდის ცნობით, ფეხბურთელსა და კლუბს შორის არსებული ხელშეკრულება […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

აშრაფ ჰაკიმი “ინტერში” გადავიდა

მადრიდის “რეალის” მცველი აშრაფ ჰაკიმი, რომელმაც 2019-2020 წლების სეზონი განათხოვრების წესით დორტმუნდის “ბორუსიაში” გაატარა, მი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულდა (ფოტო, ვიდეო)

ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. ამჟამად შიდა მოპირკეთებითი, გარე კეთილმოწობის, სახანძრო და […]...
წაკითხვა