“ჩელსიმ” ტურის ცენტრალურ მატჩში “მანჩესტერ სიტი” დაამარცხა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მე-16 ტურის ცენტრალურ მატჩს “სტემფორდ ბრიჯმა” უმასპინძლა. “არისტოკრატებს” პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” ეწვია, რომელმაც პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მარცხის გემო არ იცოდა.
შეხვედრა “ქალაქელთა” უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მასპინძელთა დაცვის ხაზი მსგავსად მათი კარის დარაჯისა მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ. ამასთანავე, მაურიციო სარის გუნდი შესანიშნავად მოქმედებდა შეტევაში, რამაც შედეგი პირველივე ტაიმში გამოიღო – 45-ე წუთზე ნგოლო კანტემ უძლიერესი დარტყმით გაახვია ბურთი მეტოქის კარის ბადეში.
გოლის გაშვების შემდეგ “სიტი” კიდევ უფრო გააქტიურდა და მომენტიც მეტი შექმნა, თუმცა გადამწყვეტ ფაზაში არ უმართლებდათ. სამაგიეროდ, “არისტოკრატები” ბრწყინვალედ ახორციელებდნენ კონტრ-იერიშებს. 78-ე წუთზე მოწოდებულ კუთხურს დავიდ ლუისი (მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი) გამოეხმაურა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა – 2:0.
ასე რომ, “სიტიმ” ლიდერობა დაკარგა და ახლა მეორე ადგილზე მყოფი ერთი ქულით ჩამორჩება “ლივერპულს”. “ჩელსი” კი მესამეზეა და მომდევნო ტურში “ბრაიტონს” ეწვევა.