„ჩელსიმ“ ვენგერს საიუბილეო მატჩი ჩაუმწარა

თარიღი: მარტი 22, 2014

ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურში ლონდონის „ჩელსისა“ და „არსენალს“ შორის გამართული მატჩი ერთი გუნდის ამხელა უპირატესობით წარიმართებოდა. ეს არსენ ვენგერის თავკაცობით „მეთოფეთა“ მე-1000 შეხვედრა იყო. ფეხბურთის ფრანგ სპეციალისტს ჟოზე მოურინიო არასდროს ჰყოლია დამარცხებული და ამის გაკეთებას აღნიშნულ საიუბილეო მატჩზე აპირებდა, მაგრამ ნურას უკაცრავად! შეიძლება ითქვას, რომ „ჩელსიმ“ დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება საწყისს 17 წუთში გაინაღდა.

მე-5 წუთზე ანდრე შიურლეს მიერ წამოწყებული სწრაფი კონტრიერიში სამუელ ეტოომ დააგვირგვინა, რომელმაც მალევე ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა. შოკირებულ „არსენალს“ აზრზე მოსვლა იმავე შიურლემ არ აცალა და მე-7 წუთზე ვოიცეხ შჩესნის კარის ბადე მეორედ შეარხია. მატჩის მე-15 წუთზე მთავარმა არბიტრმა ანდრე მარინერმა უხეში ტექნიკური შეცდომა დაუშვა. ერთ-ერთ ეპიზოდში ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა საკუთარ საჯარიმო მოედანზე განზრახ ხელით ითამაშა და სტუმართა კარის მიმართულებით გამოცდილმა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა, თუმცა მარინერს აერია, თუ ვინ დაარღვია თამაშის წესი და წითელი ბარათი ოქსლეიდ-ჩემბერლენის ნაცვლად, კირან გიბსს უჩვენა. „მეთოფეებმა“ არბიტრის ვერდიქტი გააპროტესტეს და მიუთითეს, რომ ხელით ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ითამაშა, თუმცა მსაჯმა გადაწყვეტილება არ შეცვალა. პენალტი ზუსტად ედენ აზარმა შეასრულა და მე-17 წუთისთვის ტაბლოზე უკვე გამანადგურებელი ანგარიში ენთო — 3:0. ამის შემდეგ მასპინძლები ცოტაოდენ დამშვიდნენ, სტუმრებმაც სული მოითქვეს, თუმცა დროებით… 42-ე წუთზე ფერნანდო ტორესის პასით ოსკარმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა — 4:0.

მეორე ტაიმში მატჩის სცენარი არ შეცვლილა, უპირატესობას კვლავ „პენსიონერები“ ფლობდნენ. 66-ე წუთზე ოსკარმა დუბლი გაიფორმა. ერთ წუთში ახალგაზრდა ბრაზილიელი ნახევარმცველის ნაცვლად მოედანზე „ჩელსის“ ახალწვეული მოჰამედ სალაჰი გამოვიდა. ეგვიპტელი ფეხბურთელი აქტიურად ჩაერთო თამაშში და 71-ე წუთზე გოლი მანაც გაიტანა — 6:0.

საბოლოო ჯამში, „ჩელსიმ“ „არსენალი“ ანგარიშით 6:0 დაამარცხა. აი, ასე ჩაუმწარდა საიუბილეო მატჩი არსენ ვენგერს.

მიმდინარე წელს „არსენალი“ ასე სამარცხვინოდ უკვე მეორედ დამარცხდა. მანამდე „მეთოფეები“ „ენფილდზე“ დაეცნენ, როდესაც „ლივერპულთან“ ანგარიშით 1:5 განადგურდნენ.

პირველადგილოსან „ჩელსის“ აქტივში 69 ქულა აქვს, მესამე პოზიციაზე მყოფ „არსენალს“ კი 62 ქულა დარჩა.

ინგლისის პრემიერლიგა
31-ე ტური
„ჩელსი“ — „არსენალი“ 6:0 (4:0)

„ჩელსი“: ჩეხი, კეჰილი, ტერი, ივანოვიჩი, ასპილიკუეტა, დავიდ ლუისი (ობი მიკელი 72′), მატიჩი, ოსკარი (სალაჰი 67′), შიურლე, აზარი, ეტოო (ტორესი 10′).
მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.
„არსენალი“: შჩესნი, სანია, მერტეზაკერი, კოსელნი (ჯენკონსონი 46′), გიბსი, არტეტა, როსიცკი, კაზორლა, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (ფლამინი 46′), პოდოლსკი (ვერმალენი 24′), ჟირუ.
მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი
გოლები: ეტოო 5′, შიურლე 7′, აზარი 17′ (პენ), ოსკარი 42′, 66′, სალაჰი 71′.
გაფრთხილება: როსიცკი 52′.
გაძევება: გიბსი 15′.
მთავარი მსაჯი: ანდრე მარინერი.

ბექა დოგრაშვილი



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“რეალი” კვარას სანაცვლოდ 100 მილიონს იხდის

Gazzeta Dello Sport-ის ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” მზად არის “ნაპოლის” ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

30 ათასი ევროდან კვირაში 70 ათასამდე, მაგრამ მაინც ცუდი კონტრაქტი?!

იტალიური მედიის ინფორმაციით, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლისთან” ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანიოლმა გველესიანი გამოიძახა/კვარა, მამარდა, ზურიკო ეროვნულ ნაკრებში იქნებიან

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 5 ივნისს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვილი სანიოლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარიო რუის საბოლოო ულტიმატუმი “ნაპოლის” – ან მე ან ის!

“ნაპოლის” პორტუგალიური მარცხენა მცველი მარიო რუი ხელმძღვანელობას ულტიმატუმს უყენებს. მას სურს ძირითადში მუდმივად ითამაშოს, წინააღმდეგ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თორნიკე კვარაცხელია? ის ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელიას პირველი აგენტი, თემურ უგრეხელიძე ხვიჩა და თორნიკე კვარაცხელიებზე საუბრობს. “დამიჯერეთ, ასეთი ტალანტი 50 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყველა ვარსკვლავი საუდის არაბეთში მიდის! მესი, ბენზემა, მოდრიჩი, აზარი…

გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის გუნდები მსოფლიო ვარსკვლავებს საოცარ პირობებს სთავაზობენ და ახალი სეზონიდან საუდის არაბეთში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიქაუტაძის დამატება 15-ზე მეტ კლუბს სურს

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ჟორჟ მიქაუტაძეს “მეცში” საოცარი სეზონი აქვს და მის მიმართ ძალიან დიდი დაინტერესებაა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი 2 წელში გუნდს იყიდის – ლეოს 1.2 მილიარდ ევროს გადაუხდიან

საუდის არაბეთის “ალ ჰილალი” მესის 2 წელიწადში 1.2 მილიარდ ევროს გადაუხდის. ლეოს MLS-დან, ინგლისიდან და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუსს პროვოკატორს “დინამოს” ფანები ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის “დინამო” – ბათუმის “დინამოს” მატჩისას ეროვნებით რუსმა პროვოკაციის მოწყობა სცადა. მას ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლის” სუპერ შეთავაზება ქართველებს!

“ნიუკასლი” წლების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და საუდის არაბელი ინვესტორები გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ფიქრობენ. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სპალეტი “ნაპოლის” საძულველ გუნდში გადავა?

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი დატოვებს. ყველაზე მეტად მის შემცვლელად ესპანეთის ნაკრების [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მილანი” მიქაუტაძეში 10 მილიონს იხდის – საქმეში პირადად პაოლო მალდინია

იტალიური ვებ-გვერდის, FootMercato-ს ინფორმაციით, “მილანი” საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “მეცის” თავდამსხმელით, ჟორჟ მიქაუტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სპალეტი მახეში გაება – რა უნდა გაითვალისწინოს ხვიჩამ?

“ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ლუჩანო სპალეტის 5 შესაძლო შემცვლელს ესაუბრა. მათ შორის, ლუის ენრიკე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ხდება ჩაკვეტაძის თავს და აგენტების უდიდესი შეცდომა?

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძეს ნებისმიერ მსურველს, რომელსაც მისი დამატება მოუნდება, 10 მილიონის გადახდა მოუწევს. გამომდინარე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლეგენდარული ფანი, კნოლსი “ალკმაარის” ფანების წინააღმდეგ (ვიდეო)

“ვესტ ჰემის” ლეგენდარული ფანი კნოლსი “ალკმაარის” ფანებს მარტო დაუპირისპირდა. West Ham fan "Knollsy" protecting the [...
წაკითხვა