“ჩელსის” ასაკობრივი გუნდის ყოფილი ფეხბურთელი “ზუგდიდში” ითამაშებს
ახალი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღით ადრე, ს.კ. „ზუგდიდი“-ს შემადგენლობაში, ფერადკანიანი ფეხბურთელი, აბდულ აზიზ დინ-კონტეჰი ჩაირიცხა.
იგი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა (წარმოშობით აფრიკელი-სიერა ლეონე-აქვს ორმაგი მოქლაქეობა), და 1993 წლის 14 იანვარს არის დაბადებული. 23 წლის მარცხენა მცველს სხვადასხვა წლებში უთამაშია, ინგლისის „ჩელსი“-ს რიგებში (ასაკობრივი გუნდი – დინ-კონტეჰი – U-21 ჩემპიონი), ინგლისურ ბოსტონ იუნაიტიდსა და პორტ ვეილში, ასევე 2013-14 წლებში უმაღლესლიგელ ბერძნულ „ერგოტელისი“- რიგებში ირიცხებოდა და ბოლოს მოლდოვის უმაღლესლიგელი, „ზარია“ ბელცის შემადგენლობაში იყო (დინ-კონტეჰი – მოლდოვის თასის მფლობელია). აბდულ აზიზ დინ-კონტეჰს ინგლისის ასაკობრივ ნაკრებებშიც (U-16, U-19), უთამაშია.
ამჟამად, აზიზ დინ-კონტეჰი, სიერა-ლეონეს ეროვნული ნაკრების წევრია. აბდულა აზიზ დინ-კონტეჰი, ერთი კვირაა ზუგდიდელთა შემადგენლობაში ვარჯიშობს და დღეს კლუბთან, კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.
“ზუგდიდის” პრეს-სამსახური