“ჩელსის” ლამპარდის მოწვევა ძვირი დაუჯდა
ლონდონის “ჩელსის” გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრენკ ლამპარდის მოწვევა ძვირი დაუჯდა. “სქაი სპორტსის” ცნობით, “ლურჯები” ვალდებულნი არიან, “დერბი ქაუნთის” სასარგებლოდ კომპენსაციის სახით ოთხი მილიონი ევრო გადაიხადონ.
შეგახსენებთ, რომ ლამპარდსა და “დერბის” შორის გაფორმებული კონტრაქტი ვადაზე ადრე გაწყდა და 41 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა “ჩელსის” მიაშურა. მხარეებს შორის სამწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა.
როგორც მოგეხსენებათ, ფრენკ ლამპარდი “ჩელსის” ღირსებას მოთამაშის რანგში 2001-დან 2014 წლამდე იცავდა.
შეგახსენებთ, რომ ფრენკ ლამპარდის დამოძღვრილმა “დერბი ქაუნთიმ” ინგლისის ჩემპიონშიფის გასული გათამაშება მეექვსე ადგილზე დაასრულა და პრემიერლიგაში აღზევების შანსი ჰქონდა, თუმცა პლეიოფის გადამწყვეტ შეხვედრაში ბირმინგემის “ასტონ ვილასთან” 1:2 დამარცხდა. რაც შეეხება “ჩელსის”, გუნდმა მაურისიო სარის თავკაცობით პრემიერლიგაში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგა მოიგო.