“ჩელსისთან” მომხდარის გამო, “მანჩესტერ იუნაიტედი” 20 000 ფუნტით დაჯარიმდა
ინგლისური ფეხბურთის ასოციაციამ “მანჩესტერ იუნაიტედი” ინგლისის თასის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩში, “ჩელსისთან” მატჩში ასოციაციის მიერ შედგენილი კოდექსის მეოცე მუხლის დარღვევის გამო 20 000 ფუნტით დააჯარიმა.
როგორც იცით, აღნიშნული მატჩის 35-ე წუთზე მატჩის არბიტრმა ანდერ ერერას მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა ედენ აზარის მიმართ წესების განძრახ დარღვევის გამო. შედეგად კი, “ჩელსიმ” მატჩი ნგოლო კანტეს ერთადერთი გოლის ხარჯზე მოიგო, “წითელი ეშმაკები” კი ასპარეზობას გამოეთიშნენ.
მსაჯის მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების გამო, მაიკლ ოლივერს უმალვე შემოეხვია გარს “მანჩესტერ იუნაიტედის” რამდენიმე ფეხბურთელი (რაც აკრძალულია) და აგრესიულად აპროტესტებდნენ მის გადაწყვეტილებას, რაც დისციპლინარულ კომიტეტს არ გამორჩენია.
როგორც ცნობილი ხდება, კლუბის ხელმძღვანელობა ფედერაციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს.