“ჩემი სიმართლისთვის ესეც მიღირს და ამისთვისაც მზად ვარ” – დათუნაშვილის მორიგი განცხადება

თარიღი: თებერვალი 24, 2019

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა სოციალური ქსელის საშუალებით მორიგი განცხადება გაავრცელა. 27 წლის სპორტსმენი ჭიდაობის ფედერაციის პრესდიუმის სხდომასთან დაკავშირებულ ამბებს გამოეხმაურა.

“გამარჯობა, მეგობრებო. პირველ რიგში მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო დღეს ფედერაციასთან მოსულ თითოეულ ადამიანს. ყველა თქვენგანისგან მხარდაჭერა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი და მრავლისმთქმელია.

როგორც საზოგადოებას მოეხსენება დღეს ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოყოლია. ამის მიზეზი ისაა, რომ სხდომაზე არც გეგა გეგეშიძის გადადგომის საკითხი და არც 11 იანვარს მომხდარი შემთხვევა არ განხილულა. ორი საათის განმავლობაში მიდიოდა ჩემი დარწმუნება, რომ შევრიგებულიყავი ფედერაციის პრეზიდენტთან. ბოდიში თავად გეგა გეგეშიძემაც მოიხადა. მე აღვნიშნე, რომ მის ბოდიშს არ ვიღებ და მან ჩადენილი საქციელის გამო თანამდებობის დატოვებით უნდა აგოს პასუხი. მისი სინანული მთლიანად ეფუძნება სკამის შენარჩუნების მცდელობას, ასე რომ არ იყოს გადადგებოდა და ისე მოიბოდიშებდა, რასაც მეც, ბუნებრივია, მივიღებდი. მე ასევე მივიღებდი ბოდიშს ინცინდენტის შემდეგვე, თუნდაც მეორე-მესამე დღეს, თუმცა, ის არათუ ნანობდა რამეს, არამედ მას შემდეგაც, რაც საზოგადოებამ ყველაფერი გაიგო, კვლავ უარყოფთა. შესაბამისად, ეჭვი არ მეპარება, რომ მისი დღევანდელი ბოდიში თანამდებობის შენარჩუნებისთვისაა ნათქვამი და ცინიკურია.

პრეზიდიუმის სხდომაზე ცალსახად აღვნიშნე, რომ მე ასეთ პრეზიდენტთან მუშაობა არ შემიძლია, ხოლო თუ თქვენ გსურთ – გყავდეთ, მაშინ მე წავალ ქვეყნიდან მიუხედავად იმისა, მომეცემა თუ არა დისკვალიფიკაცია. ამაზე მათგან მივიღე პასუხი, რომ ეს მარტო მათი კომპეტენცია არაა და სპორტის სამინისტრომ, ოლიმპიურმა კომიტეტმა და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და რომ ამაზე აღნიშნულ აუწყებებთან ერთად იმსჯელებდნენ.

ანუ ფედერაციის პრეზიდიუმის წევრები მზად არიან იმსჯელონ თუნდაც ჩემს ქვეყნიდან წასვლაზე, ოღონდ არავითარ შემთხვევაში ვერსიის დონეზეც არ განიხილონ გეგასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი.

ამ თემის წამოწევით, ცდილობენ სიტუაცია ისე წარმოაჩინონ, თითქოს მე მსურს ქვეყნიდან წასვლა, რეალურად კი ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს სახელით ასპარეზობას იმ შემთხვევაში არ გავაგრძელებ, თუ გეგეშიძე არ გადადგება, ხოლო თუ ის და მისი გარემოცვა ჩამოსცილდება ფედერაციას მე სადმე წასვლას აზრადაც არ გავივლებ.

მათ არ უნდათ, რომ გეგას უფლებამოსილება შეუჩერონ, ამაზე არც მსჯელობენ. შესაბამისად, მიტოვებენ მხოლოდ ერთ, ჩემთვის უმძიმეს გადაწყვეტილებას – წავიდე ქვეყნიდან. თუ საქართველოდან წავალ, შეუძლიათ ორწლიანი დისკვალიფიკაცია მომცენ და ამ ხნის განმავლობაში ჭიდაობას ვერც ერთი ქვეყნის სახელით ვერ შევძლებ, თუმცა თუკი მეტ გზას არ დამიტოვებენ, ჩემი სიმართლისთვის ესეც მიღირს და ამისთვისაც მზად ვარ.”



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ზურაბ კახაბრიშვილი: “ჩემი ექიმები საღამოობით ტაქსაობენ”

სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ კახაბრიშვილმა პარლამენტში სპორტის კომიტეტის სხდომაზე ექიმების ანაზღაურების შესახებ ისაუბრა. “ჩემ...
წაკითხვა
სხვადასხვა

თურქმა იაკობიშვილს ხელი არ გაუშვა და გათიშა (ვიდეო)

მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურაბ იაკობიშვილი თურქ სერვეთ ჩოკუნს დაუპირისპირდა. შეხვედრას 2-0 […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

პედი პიმბლეტი 10 საზღვაო ქვეითს შეებრძოლა და 10-ვე მტკივნეულით დაამარცხა (ვიდეო)

UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მებრძოლი პედი პიმბლეტი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელსაც 1 დღეში 2 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაშინ, როცა კვარაცხელია არნოლდს ამწარებდა, ანრი კვარადონათი აღფრთოვანებული იყო (ვიდეო)

მაშინ, როცა ხვიჩა კვარაცხელია “ლივერპულს” არბევდა, CBC-ზე ტიერი ანრი, კლინტ დემპსი და ჯეიმი კარგარერი კვარაზე […]...
წაკითხვა
ოლიმპიადა ტოკიო 2020

“რომელიმე ქვეყანაში ხდება ასეთი რამ?” – მოჭადრაკე ბათუმის მერიის ტურნირს

მოჭადრაძე თამუნა ესაძე ბათუმის მერიის ტურნირზე მომხდარ უსამართლობაზე წერს. “გამარჯობა მეგობრებო, მინდა მოგიყვეთ მორიგი უსამართლობის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქართველები მთელ მსოფლიოს აოცებენ! მერაბი, ლუკა, ხვიჩა და …

ბოლო 2 დღეა ქართველი სპორტსმენები საოცარ შედეგებს აჩვენებენ და მხოლოდ გამარჯვებას ახერხებენ. 31 წლის მებრძოლმა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რა ანაზღაურება მიიღო დვალიშვილმა ალდოს დამარცხებით?

UFC 278-ზე მერაბ დვალიშვილმა ლეგენდარული ჟოზე ალდო დაამარცხა და კარიერაში ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა. ჯოზე […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კონორ მაკგრეგორი: “ქართველებს საოცარი მოჭიდავეები ჰყავთ”

UFC-ის ლეგენდამ, კონორ მაკგრეგორმა ქართველი მოჭიდავეები შეაქო და მათ შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ში პოსტი გამოაქვეყნა. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“გთხოვთ, ეს შეკითხვა აღარ დამისვათ, ჩვენ ძმები ვართ!” – მერაბ დვალიშვილი

21 აგვისტოს მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა. ქართველი მებრძოლი ლეგენდარულ ბრაზილიელ ჟოზე ალდოს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილის დასაფასებელი ჟესტი ჟოზე ალდოსთან გამარჯვების შემდეგ (ვიდეო)

21 აგვისტოს მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა. ქართველი მებრძოლი ლეგენდარულ ბრაზილიელ ჟოზე ალდოს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – ქართველმა ალდო დაამარცხა! (ვიდეო)

21 აგვისტოს, მერაბ დვალიშვილმა UFC-ში მეათე შეხვედრა გამართა. ქართველი მებრძოლი ბრაზილიელ ლეგენდას, ჟოზე ალდოს დაუპირისპირდა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კონორი დვალიშვილის ბრძოლას გამოეხმაურა: “რას აკეთებს ის სუნიანი ცხიმის ტომარა?”

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი მერაბ დვალიშვილისა და ჟოზე ალდოს დაპირისპირებას გამოეხმაურა. კონორმა ტვიტერზე დრეიკის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ცნობილი ვარსკვლავები მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ დებენ

ცნობილი კანადელი რეპერი Drake UFC-ის დიდი გულშემატკივარია და ხშირად დიდ ფსონებსაც ათავსებს. ამჯერად, მან ქართველი […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ნეკა დოროყაშვილი: “ნიკოლოზმა გამომიცხადა, მე მეფე ვარ და ჩემი ქვეშევრდომი უნდა იყოო&

ახალი ამბების სააგენტო “ინტერპრესნიუსი” სასამართლოზე ნეკა დოროყაშვილის მიცემულ ჩვენებას აქვეყნებს. “ჩვენ 2011 წელს გავიცანით ერთმანეთი, წე...
წაკითხვა
სხვადასხვა

პოლიცია მძღოლს ეძებს, რომელიც ფორმულა 1-ის ბოლიდით ავტობანზე გავიდა (ვიდეო)

პოლიცია მძღოლს ეძებს, რომელიც ფორმულა 1-ის ბოლიდით პრაღის ავტობანზე გავიდა. ბოლიდი ძალიან ჰგავს ლეგენდარული კიმი […]...
წაკითხვა