ჩემპიონი ფინალშია! ბასილაშვილმა ზვერევი თავის სამშობლოში დაამარცხა
27 ივლისს ჰამბურგის ღია პირველობის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრა შედგა ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ალექსანდერ ზვერევს შორის. ქართველი ჩოგბურთელი ჩემპიონის სტატუსის დასაცავად იყო გასული, ზვერევი კი თავის მშობლიურ ქალაქში ასპარეზობდა.
ნიკოლოზმა პირველი სეტი 6:4 მოიგო და ძალიან ახლოს იყო მეორე სეტის მოგებასთანაც, თუმცა გერმანელმა ჩოგბურთელმა ყველაფერი თავის სასიკეთოდ შემოატრიალა და მსგავსი ანგარიშით მოიგო – 4:6.
მეორე სეტში ნიკა ბასილაშვილს რამდენჯერმა არ გაუმართლა, რამაც მასზე ფსიქოლოგიურადაც იმოქმედა. მეტოქესთან შედარებით დაღლაც უფრო მეტად ეტყობოდა. თუმცა ამ უკანასკნელმა მაინც შეძლო და თამაში ტაიბრეიკამდე მიიყვანა, სადაც ანგარიში 3:5-დან 7:5 გახადა და ზედიზედ მეორედ გავიდა ჰამბურგის ღია პირველობის ფინალში.
ჰამბურგის ღია პირველობის ფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე რუს რუბლევსა და ესპანელ კარენო-ბუსტას შორის გამარჯვებული იქნება.