ჩემპიონშიფში მოთამაშე ფეხბურთელმა ჩინეთში გადაბარგებასა და სოლიდურ ხელფასზე უარი თქვა
ინგლისის ჩემპიონშიფში მოასპარეზე “ბერტონ ალბიონის” ნახევარმცველი ჯექსონ ირვინი ისე მოიქცა, როგორც თანამედროვე ფეხბურთში უკვე ძალზედ იშვიათად იქცევიან.
“სანის” ცნობით, გათამაშების ერთ-ერთი აუტსაიდერი გუნდის ფეხბურთელს ჩინეთში ეპატიჟებოდნენ და წლიური ჯამაგირის სახით ექვს მილიონ ევროსაც სთავაზობდნენ, მაგრამ 23 წლის ირვინმა სოლიდურ ანაზღაურებასა და კარიერის აზიაში გაგრძელებაზე უარი თქვა.
ავსტრალიელი ფეხბურთელი აცხადებს, რომ ინგლისის პრემიერლიგაში თამაში ოცნებად აქვს ქცეული.
“ინგლისში ამ შემოთავაზების შესახებ მხოლოდ ორმა ადმიანმა იცოდა. ერთერთი მამაჩემი გახლდათ. ისეთი კარიერის მოწყობა მინდა, რომლითაც შემდეგ ვიამაყებ. ინგლისის პრემიერლიგაში თამაში ჩემი ცხოვრებისეული ოცნება გახლავთ”, – ციტირებს 23 წლის ირვინის სიტყვებს “სანი”.
ჯექსონ ირვინი “ბერტონ ალბიონს” გასული წლის ზაფხულში შეუერთდა. მან ჩემპიონშიფის მიმდინარე გათამაშებაში 29 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა.
“ბერტონ ალბიონს” სატურნირო ცხრილში გასავარდ ზონას ხულ ორი ქულა აშორებს.