ჩემპიონთა ლიგა: დღის ცენტრი პარიზშია
ჩემპიონთა ლიგის მოეთხედფინალურ დაპირისპირებებს დღეს პარიზი და პორტუ უმასპინძლებენ.
პორტუ – ბაიერნი
ამ წყვილში აშკარა ფავორიტი “ბაიერნია”, თუმცა მიუნხენელთა საკადრო პრობელმების გათვალისწინებით გარკვეული შანსები “პორტუსაც” აქვს.
რა თმქა უნდა ლოპეტეგის პრობლემები გვარდიოლას თავისტკივილთან ახლოსაც ვერ მივა, თუმცა ოპტიმალური არც პორტუგალიელთა შემადგენლობა იქნება. დისკვალიფიკაციის გამო საკუთარ გუნდს ძირითადი ცენტრალური მცველი, მარკანო ვერ დაეხმარება. ტრავმის გამო კი სათუოა ტელიოს თამაში. სამაგიეროდ, გუნდს მარტინესი დაუბრუნდა, რომელსაც მარტის შემდეგ არ უთამაშია.
მარკანოს არყოფნის პირობებში “პორტუს” დაცვის ცენტრში მაიკონის და მარტინს ინდის დუეტი იმოქმედებს. ტელიოს კი ბრაიმი, ტორესი და გამოცდილი კუარეჟმა ჰყავს.
გვარდიოლას სასტარტშო შემადგენლობის არჩევის ფუფუნება არ აქვს. ესპანელი მწვრთნელი დღეს მოედანზე იმ ფეხბურთელებს გამოიყვანს, რომლებიც ჯანმრთელად იქნებიან. მთავარია პრობლემა კი ის არის, რომ საჭიროების შემთხვევაში “ბაიერნის” სათადარიგოთა სკამიდან შემადგენლობის გაძლიერებას ვერ შეძლებს.
სავარაუდო შემადგენლობები:
პორტუ: ფაბიანო – დანილო, მაიკონი, მარტინს ინდი, ალექს სანდრო – ერერა, კაზემირო, ევანდო – ბრაიმი, აბუბაკარი, ტორესი
ბაიერნი: ნოიერი – რაფინია, ბოატენგი, დანტე, ბერნატი – ჩაბი ალონსო, ლამი, ტიაგო ალკანტარა – გიოტცე – ლევანდოვსკი, მიულერი
პსჟ – ბარსელონა
ბოლო დროს ეს გუნდები ჩემპიონთა ლიგაში მუდმივ მეტოქეებად იქცნენ. მიმდინარე სეზონში ისინი ჯგუფურ ეტაპზე უკვე შეხვდნენ.
პარიზელები ამჟამად შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან და ყველა ტურნირში სადაც ასპარეზობენ ტრიუმფის კარგი შანსი აქვთ. თუმცა, დღევანდელ შეხვედრაში ლორან ბლანის გუნდს სოლიდური საკადრო პრობლემები აქვს. იბრაჰიმოვიჩის თამადობით კატალონიელებთან შეხვედრას სამი დისკვალიფიცირებული მოთამაშე გამოტოვებს. ტრავმის გამო კი საკუთარ გუნდს ტიაგო მოტა ვერ დაეხმარება. სამაგიეროდ, გუნდს დავიდ ლუისი უბრუნდება, რომელიც ხილვაც დღეს ნახევარდაცვაშია მოსალოდნელი.
“ბარსელონას” დისკალიფიცირებული დანი ალვეში ვერ დაეხმარება, რომელსაც ადრიანო შეცვლის. მოედნის ცენრსა და შეტევაში კი დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
სავარაუდო შემადგენლობები:
პსჟ: სირიგი – ვან დერ ვილი, ტიაგო სილვა, მარკინიოს, მაქსველი – დავიდ ლუისი, კაბაია, მატუიდი – პასტორე, კავანი, ლავესი.
ბარსელონა: ტერ შტეგენი – ადრიანო, პიკე, მატიე, ხორდი ალბა – ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა – მესი, სუარესი, ნეიმარი.