ჩემპიონთა ლიგა: III ტურის ცენტრი რომსა და ლივერპულშია

თარიღი: ოქტომბერი 21, 2014

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი გადამწყვეტ ფაზაში შედის. დღეს და ხვალ ევროპის ქალაქებში რამდენიმე გამორჩეულად საინტერესო მატჩი გაიმართება.

რომა – ბაიერნი

პირველი დღის ცენტრალურ დაპირისპირებას რომი უმასპინძლებს, სადაც ადგილობრივი გუნდი მიუნხენის “ბაიერნს” მიიღებს. გამარჯვების შემთხვევაში, მასპინძლებს პირველ ადგილზე გადასვლა შეეძლებათ, რაც ასეთ თანაბარ ჯგუფში, სადაც ორი ადგილისთვის სამი გუნდი იბრძვის, ძალიან მნიშვნელოვანია. მითუმეტეს, რომ “სიტი” დიდი ალბათობით საკუტარ შეხვედრას იოლად მოიგებს.

“რომაც” და “ბაიერნიც” მიმდინარე სეზონში ძალიან დამაჯერებლად ასპარეზობენ და დღევანდელ შეხვედრას ეს ფაქტორიც უფრო მეტად საინტერესოს ხდის. ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება 2010 წელს შედგა. რომაელები და მიუნხენელები მაშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს და საშინაო გამარჯვებებიც გაცვალეს.

ბარსელონა – აიაქსი

დღის კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც გამორჩეულ ინტერესს იწვევს, ბარსელონაში გაიმართება, სადაც ადგილობრივ გრანდს ამსტერდამის “აიაქსი” ესტუმრება.

ორი ტურის შემდეგ გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა. კატალონიელების აქტივში ერთი გამარჯვებაა, ხოლო ამსტერდამელებმა ორივე მატჩი ფრედ დაასრულეს.

თუმცა, მიუხედავად ამ შეხვედრის დიდი მნიშვნელობისა, კატალონიელთა ყურადღება მაინც შაბათს გასამართ კლასიკოზეა კონცენტრირებული. არ არის გამორიცხული, რომ დღეს მასპინძლები გადახალისებული შემადგენლობითაც კი გავიდნენ მოედნაზე, რაც “აიაქსისთვის” პლიუსი იქნება.

ლივერპული – რეალი

“ბარსელონას” მსგავსად ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე საკმაოდ მნიშნველოვანი შეხვედრა “რეალსაც” ელის, თუმცა მადრიდში უკვე ღიად საურობენ, რომ ლივერპულში გასამართი მატჩის შედეგი ამ ეტაპზე მეორეხარისხოვანია.

“სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ განაცხა, რომ რამდენიმე მოთამაშეს დასვენების და “ბარსელონასთან” ჩასატარებელი მატჩისთვის მომზადების საშუალება მიეცემა.

“ლივერპულისთვის” კი ამ შეხვედრის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია. ლუდოგორეცთან მძიმე გამარჯვების შემდეგ როჯერსის შეგირდები “ბაზელთან” დამარცხდნენ და მდგომარეობა გაიუარესის. უახლოეს ორ ტურში შვეიცარიის წარმოამდგენელს, რომელიც “ლივერპულის” მთავარი კონკურენტია ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლაში,  “ლუდოგორეცთან” ელის შეხვედრები და შესაძლოა “ბაზელმა” ორი გამარჯვება უპრობლემოდ მოიპოვოს, რაც ლივერპულელებისთვის საკმაოდ ცუდი იქნება. ამიტომ, პლეი-ოფში გასვლისთვის როჯერსის გუნდს მადრიდელებთან ქულების მოპოვება აუცილებლად ესაჭიროებათ

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

10/21/14

ცსკა – მანჩესტერ სიტი
1              X               2
5.40        3.75         1.70

რომა – ბაიერნი
1              X               2
3.90        3.45          2.02

ბარსელონა – აიაქსი
1              X               2
1.16        8.30         18.50

აპოელი – პარი სენ ჟერმენი
1              X               2
6.65        3.90          1.58

ჩელსი – მარიბორი
1              X               2
1.20       7.50         14.00

შალკე – სპორტინგი
1              X               2
2.04        3.40          3.90

ბატე – შახტარი 
1              X               2
4.05       3.25          2.07

პორტო – ბილბაო
1              X               2
1.73        3.55         5.55

10/22/14

ანდერლეხტი – არსენალი
1              X               2
4.80        3.70          1.78

გალათასარაი – დორტმუნდი
1              X               2
4.30        3.65          1.87

ატლეტიკო – მალმიო
1              X               2
1.22       7.00          13.00

ოლიმპიაკოსი – იუვენტუსი
1              X               2
3.80        3.25         2.12

ლივერპული – რეალი
1              X               2
4.60       3.65          1.82

ლუდოგორეცი – ბაზელი
1              X               2
2.80        3.20          2.70

ლევერკუზენი – ზენიტი
1              X               2
1.88       3.50          4.50

მონაკო – ბენფიკა 
1              X               2
2.55       3.15         3.05

მსგავსი სიახლეები