ჩემპიონთა ლიგა: ინტრიგა მიუნხენშია
დღეს, ჩემპიონთა ლიგაში პირველი ნახევარფინალისტების ვინაობა გახდება ცნობილი. “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე პარიზში დაწეყბული სქმის დამთავრებას ეცდება, ხოლო მიუნხენში “ბაიერნი” “პორტუსთან” რევანშისთვის იბრძოლებს.
ბარსელონა – პსჟ
პირველი მატჩი – 3:1 ბარსელონას სასარგებლოდ
პარიზული მატჩის შემდეგ ლორან ბლანის გუნდს ფაქტობრივად არანაირი შანსი აღარ აქვს. პარიზულ კლუბს მხოლოდ სასწაული თუ უშველის.
მიუხედავად დიდი უპირატესობისა ლუის ენრიკე ექსპერიმენტების ჩატარებას არ დაიწყებს. ამიტომ, მოედანზე კატალონიელთა ოპტიმალურ შემადგენლობას უნდა ველოდოთ. პირველ მატჩთან ერთადერთი ცვლილება დანი ალვეშის დაბრუნება ინქება. აღსანიშნავაია, რომ პარიზულ დაპირისპირებაში ტრავმირებული ინიეტსაც უკვე მწყტობრშია.
პარიზელები კი განმეორებით შეხვედრასაც დისკვალიფიცირებული და ტრავმირებული ფეხბურთელებით ხვდებიან. თამაშს ვერ შეძლებენ ორიე, ტიაგო მოტა და ტიაგო სილვა. სამაგეიროდ მოედანზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოვა.
სავარაუდო შემადგენლობები:
ბარსელონა: ტერ შტეგენი – დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა – რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიეტსა – მესი, სუარესი, ნემარი
პსჟ: სირიგუ, ვან დერ ვილი, დავიდ ლუისი, მარკინიოსი, მაქსველი – კაბაიე, ვერატი, მატუიდი – კავანი, იბრაჰიმოვიჩი, პასტორე
ბაიერნი – პორტუ
პირველი მატჩი – 3:1 პორტუს სასარგებლოდ
პირველი შეხვედრის შედეგი მეოთხედფინალური ეტაპის ყველაზე მოულოდნელი შედეგი იყო.
გვარდიოლას წარუმატებელი მატჩის შემდეგ შემადგენლობის შეცვლა კი სურს, მაგრამ ამის რეალური რესურსი ფაქტობრივად არ გააჩნია. არსებული მდგომარეობით მოსალოდნელია, რომ დანტეს დაცვის ცენტრში ბადშტუბერი შეცვლის და ერთადერთი ცვლილება სწორედ ეს იქნება.
ოპტიმალური შემადგენლობით მატჩს არც პორტუგალიელები ხვდებიან. დისკვალიფიკცაიის გამო “პორტუს” ფლანგის მცველები, დანილო და ალექს სანდრო დააკლდებიან. მათ ადგილებს ბრუნო მარტინს ინდი და რიკარდუ პერეირა დაიკავებენ.
სავარაუდო შემადგენლობები:
ბაიერნი: ნოიერი – რაფინია, ბოატენგი, ბადშტუბერი, ბერნატი – როდე, ჩაბი ალონსო, ალკანტარა – გიოტცე – მიულერი, ლევანდოვსკი
პორტუ: ფაბიანო – რიკარდუ პერეირა, მაიკონი, მარკანო, მარტინს ინდი – ერერა, კაზემირო, ტორესი – კუარეჟმა, მარტინესი, ბრაიმი.