ჩემპიონთა ლიგა: ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი ტური
დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მე-6 ტურის მატჩების ნაწილი გაიმართება. განსაკუთრებულ ინტერესს ლივერპულში გასამართი ადგილობრივი კლუბისა და “ბაზელის” შეხვედრა იწვევს. პლეი-ოფში გასასვლელად ერთმანეთის წინააღმდეგ ასევე “მონაკო” და “ზენიტი” იბრძოლებენ.
ლივერპული – ბაზელი
“ლივერპულს”, რომელიც საუკეთესო სეზონს არ ატარებს, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად დღევანდელ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.
ჩემპიონატში “მერსისადელთა” მდგომარეობა სამ ტურში მოპოვებული 7 ქულის შემდეგ ოდნავ გამოსწორდა. დღევანდელ შეხვედრაშიც სასტარტოში სწორედ “სტოკთან”, “ლესტერთან” და “სანდერლენდთან” გამოყენებულ ფეხბურთელებს უნდა ველოდოთ. დაცვაში ტურემ შკრტელი შეცვალა, ტრავმის შემდეგ ძირითადს ჯონსონიც დაუბრუნდა, ხოსე ენრიკე კი მარცხენა ფლანგზე დაბრუნებას ელის. შეტევაში ბალოტელის და სტარიჯის ტრავმების გამო ფაქტობრივად მთელი სათამაშო დრო ლამბერტს ეთმობა.
“ბაზელს” დღეს ფრეც ჰყოფნის, თუმცა პაულუ სოუზას გუნდისთვის მხოლოდ ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში გამართლებული არ იქნება. “ენფილდს” “ბაზელი” ფაქტობრივად ოპტიმალური შემადგენლობით სტუმრობს.
სავარაუდო შემადგენლობა
ლივერპული: მინიოლე – ჯონსონი, ტურე, შკრტელი, ხოსე ენრიკე – ჯერარდი, ჰენდერსონი – ლალანა, კოუტინიო, სტერლინგი – ლამბერტი.
ბაზელი: ვაცლიკი – დეგენი, შერი, სუხი, საფარი – ელენი, ფრაი, ჯაკა – გონსალესი, შტრელერი, გაში.
მონაკო – ზენიტი
ამ წყვილშიც ვითარება საკმაოდ ნათელია. მასპინძლებს მომდევნო ეტაპზე გასასველლად ფრეც აძლევთ ხელს, ხოლო “ზენიტი” ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში დარჩება.
“მონაკო” შეხვედრას საკადრო პრობლემებით ხვდება. სხვადასხვა მიზეზებით საკუთარ გუნდს რიკარდუ კარვალიო, კურზავა და კონდოგბია ვერ დაეხმარებიან. “მონაკსთვის” კი სამი მოთამაშის არყოფნა საკმაოდ მნიშვნელოვანი დანაკლისია.
“ზენიტმა” ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანი მატჩის წინ ჩემპიონატის თამაშში რამდენიმე მოთამაშეს დასვენების საშუალება მისცა. დღეს, პეტერბურგელები მეტოქეს ოტპრიმალური შემადგენლობით დაუპირისპირდებიან. გუნდს ტრავმირებული ხავი გარსიაც დაუბრუნდება.
სავარაუდო შემადგენლობა
მონაკო: სუბაშიჩი – ფაბინიო, ადბენური, რაჯი, ეჩიეჯილე – ჟოაუ მოუტინიო, ტულალანი, ბაკაიოკო – დირარი, ბერბატოვი, ფერეირა, კარასკო.
ზენიტი: ლოდიგინი – ანიუკოვი, გარაი, ლომბერტსი, კრიშიტო – ხავი გარსია, ფაიზულინი, ვიტსელი – ჰალკი, რონდონი, დანი.
დღის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები