ჩემპიონთა ლიგა — კვირის საუკეთესო ფეხბურთელები
უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის I ტურის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინა.
გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, პირველ ადგილზე მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ გავიდა, რომელმაც ხმათა 41 პროცენტი დააგროვა. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა დონეცკის “შახტარის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში ჰეთთრიკი გაიფორმა.
მეორე ადგილზე სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” თავდამსხმელი ჰალკი აღმოჩნდა, რომელმაც ხმათა 21 პროცენტი მიიღო. ბრაზილელმა ფეხბურთელმა “ვალენსიას” კარში ორი ბურთი გაიტანა.
მესამე ადგილზე ხმათა 15 პროცენტით “რომას” მცველი ალესანდრო ფლორენცი გავიდა, რომელმაც “ბარსელონას” გოლი მოედნის ცენტრიდან გაუტანა.
დანარჩენ პოზიციებზე შემდეგი ფეხბურთელები გავიდნენ:
4. ტომას მიულერი (“ბაიერნი”) — 11%
5-6. ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”) — 4%
5-6. ჰაკან ჩალჰანოღლუ (“ლევერკუზენი”) — 4%
7-8. იულიან დრაქსლერი (“ვოლფსბურგი”) — 2%
7-8. ანხელ დი მარია (“პარი სენ-ჟერმენი”) — 2%