ჩემპიონთა ლიგა — კვირის საუკეთესო ფეხბურთელები
უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის II ტურის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინა.
გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, წინა ტურის მსგავსად პირველ ადგილზე ამჯერადაც მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ გავიდა, რომელმაც ხმათა 28 პროცენტი დააგროვა. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა “მალმიოს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში დუბლი გაიფორმა.
მეორე-მესამე ადგილები მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ და სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” ფორვარდმა ჰალკმა 18-18 პროცენტით გაიყვეს. პოლონელმა ფეხბურთელმა “დინამო ზაგრების” კარში სამი ბურთი გაიტანა.
დანარჩენ პოზიციებზე შემდეგი ფეხბურთელები გავიდნენ:
4. სეიდუ დუმბია (ცსკა) — 13%
5. ნიკოლა გაიტანი (“ბენფიკა”) — 11%
6. ხუან მატა (“მანჩესტერ იუნაიტედი”) — 7%
7. ალვარო მორატა (“იუვენტუსი”) — 4%
8. ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”) — 1%