ჩემპიონთა ლიგა — კვირის სიმბოლური გუნდი
უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის II ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა.
მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ ერთადერთია, რომელიც როგორც პირველი, ასევე მეორე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
ამ კვირის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: ჯო ჰარტი (“მანჩესტერ სიტი”);
მცველები: მაიკონი (“პორტუ”), დავიდ ლუისი (“პარი სენ-ჟერმენი”), ანდრეა ბარძალი (“იუვენტუსი”), ფილიპ მლადენოვიჩი (ბატე);
ნახევარმცველები: ხუან მატა (“მანჩესტერ იუნაიტედი”), კოსტას ფორტუნისი (“ოლიმპიაკოსი”), ნიკოლას გაიტანი (“ბენფიკა”);
თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”), რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”), ჰალკი (“ზენიტი”).