ჩემპიონთა ლიგა: ოთხეული დღეს დაკომპლექტდება
ჩემპიონთა ლიგაში ნახევარფინალური კვარტეტი დღევანდელი მატჩების შემდეგ დაკომპლექტდება.
მონაკო – იუვენტუსი
პირველი მატჩი – 1:0 იუვენტუსის სასარგებლოდ
მიუხედავად პირველ მატჩში მარცხისა “მონაკოს” საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად საკმაოდ კარგი შანსები აქვს. გასათვალისწინებელია, რომ ერთი კვირის წინ ჟარდიმის გუნდმა ტურინში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. საშინაო კედლებში კი მათ გაცილებით უკეთესი ფეხბურთის ჩვენება შეუძლიათ.
“მონაკო” დღევანდელ თამაშს კარგი ამბებით ხვდება. ვადაზე ადრე გამოჯანმრთელდნენ და თამაშს შეძლებენ კლუბის წამყვანი ნახევარმცველები, ჟერემი ტულალანი და ჟოფრი კონდოგბია. მათგან ერთ-ერთი დღეს ძირითადში აუცილებლად ითამაშებს. ჟარდიმის მხრიდან სასტარტო შემადგენლობაში განსაკუთრებულ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.
მასიმილიანო ალეგრი ამ შეხვედრის წინაც ტრადიციულად არჩევანს 3-5-2-სა და 4-3-1-2-ს შორის გააკეთებს. პირველ შეხვედრაში ტურინელებმა ორი ცენტრალური მცველით ითამაშებს, თუმცა დღეს იტალიური პრესა მოედანზე სამი უკანახაზელის გამოსვლას ვარაუდობს. “იუვენტუსს” მინიმალური უპირატესობა აქვს შესანარჩუნებელი, რის გამოც მათი მხრიდან ფრთხილი, დაცვაზე ორიენტირებული ტაქტიკა უფრო ლოგიკური იქნებოდა.
სავარაუდო შემადგენლობები:
მონაკო: სუბაშიჩი – რაჯი, რიკარდო კარვალიუ, აბდენური, კურზავა – ტულალანი, ფაბინიო – ბერნარდუ სილვა, ჟოაუ მოუტინიო, ფერეირა კარასკო – მარტიალი
იუვენტუსი: ბუფონი – ბარძალი, ბონუჩი, კიელინი – ლიხტშტაინერი, პირლო, მარკიზიო, ვიდალი, ევრა – მორატა, ტევესი
რეალი – ატლეტიკო
პირველი მატჩი – 0:0
მადრიდულ დერბიშიც ყველაფერი დღევანდელ შეხვედრაში გაირკვევა. “რეალი” მატჩს მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემებით ხვდება. დისკვალიფიცირებულ მარსელოსთან ერთად კარლო ანჩელოტის ტრავმირებული ბეილი, მოდრიჩი და ბენზემა ვერ დაეხმარებიან, რაც იტალიელი სპეციალისტვის დიდი დანაკლისია. მოსალოდნელია, რომ მათ ადგილს მასპნიძელთა შემადგენლობაში კოენტრაუ, ილიარამენდი, ისკო და ჩიჩარიტო დაიკავებენ.
გარკვეული პრობლემები “ატლეტიკოსაც” აქვს, რაც პირველ რიგში მარიო სუარესის დისკვალიფიკაციას უკავშირდება. 100 პროცენტით მზად არც მანჯუკიჩია, თუმცა ხორვატი მოედანზე მაინც გამოვა.
სავარაუდო შემადგენლობები:
რეალი: კასილიასი – კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, კოენტრაუ – ხამესი, ილიარამედნი, კროოსი, ისკო – ჩიჩარიტო, რონალდუ
ატლეტიკო: ობლაკი – ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, სიკეირა -თურანი, გაბი, ტიაგუ, კოკე – გრიზმანი, მანჯუკიჩი