ჩემპიონთა ლიგა პარიზსა და ლვოვში გასამართი მატჩებით განახლდება

თარიღი: თებერვალი 17, 2015

პუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა 1/8-ფინალური შეხვედრებით განახლდება. დღეს, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ორ შეხვედრას პარიზი და ლვოვი უმასპინძლებენ.

პსჟ – ჩელსი

1/8-ფინალური ეტაპის ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო წყვილი ორთაბრძოლას პარიზში დაიწყებს. ლონდონელებთან მატჩის წინ მასპინძლების მთავარ მწვრთნელ ლორან ბლანს სერიოზული პრობლემები შეექმნა. საფრნაგეთის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში ტრავმების გამო მოედანი პარიზელთა ოთხმა მოთამაშემ დატოვა. განაცხადში ვერ მოხვდნენ ორიე, კაბაი და ლუკას მოურა. კითხვის ნიშნის ქვეს არის მოტას, მარკინიოსის და მატუიდის ტამაში.

“ჩელსი” კი მხოლოდ ჯონ ობი მიკელს მოისაკლისებს. ჟოზე მოურინიოს განკარგულებაში უძლიერესი შემადგენლობაა. ასე რომ, ლონდონელები მეტოქეს იმ შემაგენლობით დაუპირისპირდებიან, რომლითაც მიმდინარე სეზონის ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩაატარეს.

სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ: სირიგუ – ვან დერ ვილი, დავიდ ლუისი, ტიაგო სილვა, მაქსველი – ვერატი, მატუიდი, პასტორე – კავანი, ლავესი, იბრაჰიმოვიჩი

“ჩელსი”: კურტუა – ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა – მატიჩი, ფაბრეგასი – ვილიანი, ოსკარი, აზარი – დიეგო კოსტა.

PSG_Chelsea_Champions_League_NEW_ENG

 

შახტარი – ბაიერნი
7.80 – 4.50 – 1.45

“შახტარი” მიუნხენელებთან მატჩისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა. დონეცკელებმა ბრაზილიური ტურნეც კი მოაწყეს. უკრაინაში ამინდის გაუარესების შემდეგ კი უცხოური შეკრებაზე შეწყვიტეს და ბოლო დღეებში სამშობლოში ემზადებოდნენ, რათა “ბაიერნთან” მატჩის დროს ამინდმა მოთამაშეების მზადყოფნაზე გავლენა არ მოახდენოს. მოახლოებულ შეხვედრაში “შახტარს” დისკვალიფიცირებული სტეპაპენკო დააკლდება, მისი ღირსეული შემცვლელი მოედნის ცენტრში კი მირჩა ლუჩესკუს უბრალოდ არ ჰყავს.

გვარდიოლას საკადრო პრობლემები მთელი სეზონსი განმავლობაში აქვს. ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება ესპანელმა სპეციალისტმა ერთხელაც ვერ შეძლო, თუმცა კარგი შედეგების ჩვენებაში მიუნხენელებს ეს ხელს არ უშლით. დღევანდელ მატჩი “ბაიერნს” ხავი მარტინესი და ტიაგო ალკანტარა დააკლდებიან. სავარაუდოდ, რისკების თავიდან ასაცილებლად მოედანზე არც ფილიპ ლამი გამოვა.

სავარაუდო შემადგენლობები

“შახტარი”: პიატოვი – სრნა, კუჩერი, რაკიცკი, შევჩუკი – ფერნანდო, ფრედი – დუგლას კოსტა, ალექს ტეიშეირა, ტაისონი – ლუის ადრიანო

“ბაიერნი”: ნოიერი – რაფინია, ბოატენგი, დანტე, ბერნატი – შვაინშტაიგერი, ალაბა, გიოტცე – რობენი, მიულერი, რიბერი.  

 

მსგავსი სიახლეები