ჩემპიონთა ლიგა: სათამაშო დღის პრევიუ
ბარსელონა და დორტმუნდი დღეს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების უკანასკნელ 1/8 ფინალურ მატჩებს უმასპინძლებენ.
ბარსელონა – მანჩესტერ სიტი
პირველი მატჩი – 2:1 ბარსელონას სასარგებლოდ
პირველი მატჩის პირველ ტაიმში “ბარსელონა” იმდენად ძლიერი იყო, რომ “სიტის” შანსებზე ბევრმა უკვე მაშინ ჩაიქნია ხელი. საბოლოოდ, კატალონიელებმა იმ შეხვედრის მოება შეძლეს და საპასუხო მატჩის წინ სოლიდური ფორაც შეიქმნეს.
“ვილიარეალთან” გამართულ მატჩში “ბარსელონამ” ძირითადის წევრი, სერხიო ბუსკეტსი კი დაკარგა, მაგრამ ამ დანაკლისს კატალონიური კლუბისთვის ხელი არ შეუშლია. ლუის ენრიკეს გუნდმა საშინაო არენაზე მეტოქეები არ დაინდო და სატურნირო ცხრილში პირველობაც მოიპოვა.
ერთი სიტყვით, “ბარსელონა” შესანიშნავ ფორმაშია და შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსიც აქვს, რასაც “სიტიზე” რა თქმა უნდა ვერ ვიტყვით. 2015 წლის დასაწყისიდან პელეგრინის გუნდის თამაში უკეთესის სურვილს ტოვებს როგორც საერთაშორისო, ასევე ინგლისურ ასპარეზზეც.
სავარაუდო შემადგენლობები:
ბარსელონა: ტერ შტეგენი – დანი ალვეში, პიკე, მატიე, ალბა – რაკიტიჩი, მასკერანო, ინიესტა – მესი, სუარესი, ნეიმარი
მანჩესტერ სიტი: ჰარტი – საბალეტა, კომპანი, დემიკელესი, კოლაროვი – მილნერი, ტურე, ფერნანდო, ნასრი – სილვა – აგუერო
დორტმუნდი – იუვენტუსი
პირველი მატჩი – 2:1 იუვენტუსის სასარგებლოდ
ამ წყვილში ფავორიტის დასახელება თავიდანვე ძალიან რთული საქმე იყო. ცოტა ხნის წინ გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერი ბუნდესლიგის გასავარდნ ზონაში იყო, ახლა კი ცხრილის შუა ნაწილში დამკვიდრდა. მიუხედავად ამისა, აშკარა ფავორიტად “იუვენტუსს” არავინ არ მიიჩნევდა.
უკანასკნელი ორი შეხვედრა “დორტმუნდმა” უგოლო ფრეებით დაასრულა, რაც ამ კლუბისთვის ცოტა უჩვეულოა. როგორც ჩანს, იურგენ კლოპმა დაცვის დალაგება გადაწყვიტა და ეს გამოუვიდა კიდეც, თუმცა მოახლოებულ შეხვედრაში მის შეგირდებს გატანა სჭირდებათ. ასე რომ, დორტმუნდელთა შემადგენლობაში ან ტაქტიკურ მონახაზში გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი. მაგალითად, გერმანელი ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ შემტევი ნახევარმცველი პოზიციას არა კაგავა ან მხიტარიანი, არამედ ახალგაზრდა კამპლი დაიკავებს.
“იუვენტუსმა” კონკრენტებთან სოლიდური ფორის მოპოვებით მორიგი იტალიური ტიტული ფაქტობრივად უკვე გაინაღდა. ასე რომ, “ბორუსიასთან” შეხვედრა ტურინელებისთვის სეზონის ერთ-ერთი უმნიშვენლოვანეს მატჩად არის მიჩნეული. შემადგენლობის მხრივ მთავარი კითხვა პირლოს შემცვლელს ეხება. გამოცდილი იტალიელი საკუთარ გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარეა მის ნაცვლოდ კი მოედანზე პერეირას გამოსვლაა მოსალოდნელი. თუმცა, არც სხვა ვარიანტებია გამორიცხული.
სავარაუდო შემადგენლობები:
დორტმუნდი: ვაინდეფელერი – კირხი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი – შაჰინი, გიუნდოგანი – ბლაშიკოვსკი, კაგავა, როისი – ობამეიანგი
იუვენტუსი: ბუფონი – ბარძალი, ბონუჩი, კიელინი – ლიხტშტაინერი, მარკიზიო, პოგბა, ვიდალი, ევრა – მორატა, ტორესი