ჩემპიონთა ლიგაში მეორე წრე იწყება
დღეს, ევროპის ქალაქებში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩებით მეორე წრე აიღებს სტარტს. სათამაშო დღის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა შედეგიანობის რეკორდია. რაულის შედეგს (71 გოლი) კრიშტიანუ რონალდუ ექმურება, რომელსაც გონსალესზე ერთი გოლი აქვს გატანილი. სავსებით შესაძლებელია, რომ პორტუგალიელმა დღესვე შესძლოს ლეგენდარული ესპანელის მაჩვენებლის დამხობა. სხვათა შორის, რაულის რეკორდს კიდევ ერთი ფეხბურთელი, ლეო მესიც უტევს (69 გოლი), რომელიც ხვალ “აიაქსის” წინააღმდეგ ითამაშებს.
ტურის პირველ დღეს, ცენტრალურ შეხვედრას მადრიდი უმასპინძლებს, სადაც “რეალს” საინტიაგო ბერნებეუზე “ლივერპული” ესტუმრება. ანჩელოტის შეგირდები ჯგუფში ერთპიროვნულად ლიდერობენ და აქამდე გამართულ სამივე შეხვედრაში იოლი გამარჯვებები მოიპოვეს. დარჩენილ სამ გუნდს კი პირველი წრის შემდეგ პლეი-ოფში გასვლის თანაბარი შანსი აქვთ.
ორი კვირის წინ მადრიდელებმა “ლივერპულს” ინგლისში გადახალისებული შემადგენლობით მოუგეს და რთული წარმოსადგენია, რომ ინგლისელებმა ესპანეთში შესძლონ რევანშის აღება.
სატურნირო მდგოამრეობის ტვალსაზრისით პრინციპული მატჩი შედგება ტურინში. “იუვენტუსი” საბერძნეთში წაგების შემდეგ “ოლიმპიაკოსის” დამარცხებას საკუთარ მოედანზე ეცდება. სამი ტურის შემდეგ იტალიელების აქტივში მხოლოდ ერთი გამარჯვებაა და ალეგრის შეგირდები დროზე თუ არ გამოფხიზლდნენ, შესაძლოა, ჯგუფიდან გასვლაც სანატრელი გაუხდეთ.
აღნიშნული გუნდები ერთმანეთს ტურინში 2003 წელს შეხვდნენ. ის მატჩი “იუვეს” გამანადგურებელი გამარჯვებით, 7-0 დასრულდა. დღეს, ასეთი შედეგის დაფიქსირება რთული იქნება, თუმცა ტურინელთა გამარჯვების შანსი მაინც დიდია.