ჩემპიონთა ლიგაზე “დინამოს” 4 სავარაუდო მეტოქე გაირკვა
Uefa-მ დღევანდელი კენჭისყრის წინ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილეები ჯგუფებში გადაანაწილა და “დინამო თბილისი” განთესილ გუნდებთან, “მაქაბისთან”, “ყარაბახთან” და “ასტანასთან” ერთად მე-4 ჯგუფში მოხვდა.
შესაბამისად, “დინამოს” 4 სავარაუდო განუთესავი მეტოქეც გაირკვა: “დინამო ბრესტი”, “რიგა”, “ტირანა” და “სილეკსი” (მაკედონია).
საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდს შემდეგი მოწინააღმდეგები შესაძლოა ყოლოდა: “ფოლა ეში” (ლუქსემბურგი), “დიუგარდენსი” (შვედეთი), “კონაჰს ქვეი” (უელსი), “არარატ-არმენია”, “რეიკიავიკი”, “კრატოვო” (მაკედონია), “ფლორიანა”, “ბუდუჩნოსტი”, “ფლორა ტალინი”, “კლაკსვიკი” (ფარერები), “ევროპა” (გიბრალტარი) ან “კუპსი” (ფინეთი) დაუპირისპირდება.
გამარჯვებულის ვინაობა 1-მატჩიანი დუელით გაირკვევა. რომელი კლუბიც პირველი ამოვა, ის ითამაშებს შინ.