ჩემპიონთა ლიგაზე რონალდუს საგოლე სერია შეწყდა
უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნსა” და მადრიდის “რეალს” შორის “ალიანც არენაზე” პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
“სამეფო კლუბის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ წუხანდელ შეხვედრაში ბურთი ვერ გაიტანა, რითაც ჩემპიონთა ლიგაზე მისი საგოლე სერია მე-11 მატჩზე შეწყდა. კრიშტიანუ რონალდუმ მოედანი გატანილი გოლის გარეშე უკანასკნელად 350 დღის წინ, 2017 წლის 10 მაისს დატოვა, როდესაც “რეალი” გასვლაზე “ატლეტიკოსთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ “რეალსა” და “ბაიერნს” შორის საპასუხო მატჩი “სანტიაგო ბერნაბეუზე”, პირველ მაისს გაიმართება.