ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრეტენდენტები დასახელდნენ
ცნობილია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც სხვადასხვა პოზიციების მიხედვით ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძოლებენ.
მეკარეები: კეილორ ნავასი (“პსჟ”), მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”), იან ობლაკი (“ატლეტიკო”);
მცველები: დავიდ ალაბა, ალფონსო დევისი, იოზუა კიმიხი (ყველა – “ბაიერნი”);
ნახევარმცველები: კევინ დე ბრეინე (“მანჩესტერ სიტი”), თომას მიულერი, ტიაგო ალკანტარა (ორივე – “ბაიერნი”);
თავდამსხმელები: რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”), კილიან მბაპე, ნეიმარი (ორივე – “პსჟ”).
საუკეთესო მოთამაშეებს პირველ ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების გათამაშების წილისყრის ღონისძიებაზე დაასახელებენ.
ამ სიაში შესული ფეხბურთელები სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია. ჟიურის წევრები ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მონაწილე 32 გუნდის მთავარი მწვრთნელები და კიდევ 55 ჟურნალისტი იყო. მწვრთნელებს საკუთარი მოთამაშის დასახელების უფლება არ ჰქონდათ.