ჩემპიონთა ლიგის ამ კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელეს
უეფას ჩემპიონთა ლიგის ამ კვირის საუკეთესო ფეხბურთელად “ბარსელონას” თავდამსხმელი ნეიმარი დასახელდა. შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა გუნდმა “ნოუ კამპზე” ლონდონის “არსენალი” ანგარიშით 3:1 დაამარცხა, აქედან ერთი გოლი კი სწორედ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გაიტანა.
გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, ნეიმარმა ხმათა 59 პროცენტი მოაგროვა და ჩამოიტოვა პოლ პოგბა (22%, “იუვენტუსი”), ანტუან გრიზმანი (10%, “ატლეტიკო”) და იაია ტურე (9%, “მანჩესტერ სიტი”).