ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშის სამი პრეტენდენტი დასახელდა

თარიღი: სექტემბერი 24, 2020

უეფამ ის სამი პრეტენდენტი დაასახელა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძოლებენ.

ჯილდოზე წარდგენილნი არიან: კევინ დე ბრეინე (“მანჩესტერ სიტი”), რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) და მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”).

ტურნირის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშეს პირველ ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების გათამაშების წილისყრის ღონისძიებაზე დაასახელებენ.

გარდა ამისა, დასახელდა კიდევ შვიდი მოთამაშის ვინაობა, რომლებიც ჯილდოს მოპოვებისთვის აღარ იბრძოლებენ. სარეიტინგო ადგილების მიხედვით, ეს ფეხბურთელები ასე განაწილდნენ:

4. ლიონელ მესი (“ბარსელონა”);
= ნეიმარი (“პსჟ”);
6. თომას მიულერი (“ბაიერნი”);
7. კილიან მბაპე (“პსჟ”);
8. ტიაგო ალკანტარა (“ბაიერნი”);
9. იოზუა კიმიხი (“ბაიერნი”);
10. კრიშტიანუ რონალდუ (“იუვენტუსი”).

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელები სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია. ჟიურის წევრები ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გასული სეზონის ჯგუფური ეტაპის მონაწილე 80 გუნდის მთავარი მწვრთნელი და კიდევ 55 ჟურნალისტი იყო. მწვრთნელებს საკუთარი მოთამაშის დასახელების უფლება არ ჰქონდათ.



მსგავსი სიახლეები