ჩემპიონთა ლიგის I ეტაპი – “საბურთალომ” “შერიფი” გაანადგურა
საქართველოს ჩემპიონმა თბილისის “საბურთალომ” “მოლდოვის” 17-გზის ჩემპიონი, “შერიფი” სტუმრად 0-3 გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გასასვლელად უდიდესი ნაბიჯი გადადგა. დებიუტანტმა “საბურთალომ” მეტოქე ყველა ასპექტში დაჩაგრა. ანგარიში 30-ე წუთზე ოგნიენ როლოვიჩმა ულამაზესი თავური დარტყმით გახსნა და პირველ ტაიმში მეტი სხვაობით გამარჯვებაც შეგვეძლო.
მე-2 ნახევარი კვლავ ჩვენი უპირატესობით დაიწყო და 67-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ 0-2 დააფიქსირა. ზუსტად 4 წუთში შეცვლაზე შემოსულმა ლევან კაკუბავამ საბოლოო ანგარიში – 0:3 დადო. ჭიაბრიშვილმა ხორვატი ვიზავი, ზორან ზეკიჩი ბეჭებზე გააკრა.
16 ივლისს განმეორებითი მატჩი მიხეილ მესხზე გაიმართება. მე-2 ეტაპზე წყვილში გამარჯვებულს ზაგრების “დინამო” შეხვდება.
შერიფი 0-3 საბურთალო
გოლები: როლოვიჩი 30, კოხრეიძე 67, კაკუბავა 71
შერიფი: მიკულიჩი – პოსმაჩი, პალჩიჩი (ტამბე 70), იახი, კრისტიანო – ლატიფი, კენდიში, ხურადო (ანტონი 46), გორდიენკო – ბობანი, პალიჩი (ბალიმა 46)
მთავარი მწვრთნელი: ზორან ზეკიჩი
საბურთალო: მიგინეიშვილი – მალი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ლაკვეხველიანი – გონსალვეში (შინდაგორიძე 70), გორგიაშვილი (კაკუბავა 61), დიასამიძე, ალთუნაშვილი, – როლოვიჩი, კოხრეიძე (გაბედავა 77)
მთავარი მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი