ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში სამი ინგლისური კლუბი ერთი და იგივე ეტაპიდან პირველად გამოვარდა
ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად მოხდა ის, რომ ინგლისის სამი კლუბი ტურნირის ერთი და იგივე ეტაპიდან გამოვარდა. “მანჩესტერ სიტი” “ბარსელონასთან” ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 1:3 დამარცხდა. ლონდონის “ჩელსიმ” “პარი სენ-ჟერმენთან” ორივე შეხვედრა ფრედ ითამაშა, თუმცა სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით მომდევნო ეტაპის საგზური პარიზელებმა მოიპოვეს. ლონდონის “არსენალმა” კი “მონაკოს” ბარიერი ვერ დაძლია. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი ინგლისური კლუბების გარეშე მეორედ ჩატარდება.
ტურნირის არსებობის ისტორიაში პირველად მოხდა ისიც, რომ ერთი და იგივე ეტაპიდან სამი გერმანული კლუბი გამოვარდა: დორტმუნდის “ბორუსია”, ლევერკუზენის “ბაიერი” და გელზენკირხენის “შალკე” ორი მატჩის ჯამში ტურინის “იუვენტუსთან”, “ატლეტიკოსთან” და “რეალთან” დამარცხდნენ.