ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასული გუნდების ვინაობა ცნობილია
დღეს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის მატჩები და საბოლოოდ გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ახალ სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე შეეცდებიან წარმატების მიღწევას.
ერთ-ერთ შეხვედრაში “ზალცბურგი” ზაგრებულ “დინამოს” დაუპირისპირდა. ამ გუნდები წინა მატჩი ხორვატიაში 1-1 დასრულდა. განმეორებით თამაშში ერთადერთი გოლი ავსტრიული კლუბის ფეხბურთელმა, ლაზარომ გაიტანა 22-ე წუთზე. შესაბმისად, ჯგუფურ ეტაპზე სწორედ “ზალცბურგი” გადავიდა.
შემდეგი მატჩი “მანჩესტერ სიტისა” და ბუქარესტის “სტიაუას” დაპირისპირებაა. ამ წყვილში ყველაფერი პირველ თამაშში გაირკვა, როცა ინგლისელებმა სტუმრად 5:0 გაანადგურეს მეტოქე. განმეორებითი დაპირისპირებაც “სიტის” გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 1-0. ამ ბურთის გატანა დელფმა მოახერხა.
რუსული “როსტოვი” საკუთარ მოედანზე “აიაქსს” დაუპირისპირდა. ჰოლანდიაში პირველი მატჩი 1-1 დასრულდა და, წესით, განმეორებითი შეხვედრა საინტერესო და დაძაბული უნდა გამოსულიყო. თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად რუსებმა ოთხი გოლი გაუტანეს სტუმრებს და მხოლოდ ერთი მიიღეს საკუთარ კარში. შესაბამისად, რუსები შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
უხვგოლიანი მატჩი გამოდგა მიუხენგლადბახის “ბორუსიასა” და “იანგ ბოიზის” დაპირისპირება. საბოლოოდ, ამ შეხვედრაში 7 გოლი გავიდა. 6 მასპინძლებმა გაიტანეს, ერთიც – “იანგ ბოიზმა”. ორი მატჩის ჯამში გერმანელებმა 9-2 იმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე სწორედ ისინი გავიდნენ.
ზაგრებში ნათამაშები ფრის (1:1) შემდეგ, ავსტრიულმა “სალსბურგმა” საკუთარ მოედანზე “დინამოს” უმასპინძლა. წინა შეხვედრის მსგავად, ახლაც ძირითადი დრო ანგარიშით 1:1 დასრულდა. დამატებით ტაიმებში, 95-ე წუთზე, სტუმართა ფეხბურთელმა, სუდანიმ გოლის გატანა მოახერხა, რის შედეგადაც ზაგრების “დინამომ” ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.