ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა
უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე კვირის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის “რეალის” მეკარე კეილორ ნავასი დასახელდა.
გამოკითხვის შედეგად, კოსტა რიკელმა კიპერმა ხმათა 55 პროცენტი მიიღო და “ლივერპულის” თავდამსხმელი სადიო მანე უკან მოიტოვა.
კეილორ ნავასმა მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ გამართული მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში (2:2) ექვსი სეივი ჩაიწერა და მადრიდელთა წარმატებაში ლომის წილი დაიდო.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში “რეალის” მეტოქე “ლივერპული” იქნება. მატჩი კიევის ოლიმპიურ სტადიონზე, 26 მაისს ჩატარდება.