ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, “იუვენტუსი” დი მარიას გადაიბირებს
იტალიურ პრესაში გავრცელებული საკმაოდ საინტერესო ცნობების მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, “იუვენტუსის” ხელმძღვანელები მთლიანად ანხელ დი მარიას ტრანსფერზე გადაერთვებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალში “ბიანკონერის” მეტოქე კატალონიური “ბარსელონაა”, ასე რომ, მომდევნო ეტაპზე გასვლა არც ისე ადვილი იქნება მათთვის.
როგორც ცნობილი ხდება, წლევანდელ სეზონში “ბებერმა ქალბატონმა” უკვე დააგროვა 88 მილიონი, ლიგის ნახევარფინალში გასვლა კი მათ დამატებით 12 მილიონზე მეტს მოუტანთ. ეს თანხა კი ტრანსფერის განსახორციელებლად საკმარისზე მეტი იქნება.
შესაძლოა, იტალიურმა გრანდმა არგენტინელი ფორვარდი 50 მილიონადაც იყიდოს, თუმცა აღსანიშნავია, რომ დი მარიას ამჟამინდელი ხელფასი წელიწადში 10 მილიონ ევროს შეადგენს, რაც საკმაოდ დიდი პრობლემაა იტალიის ჩემპიონისათვის.