ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ლივერპულს” “ტოტენჰემი” შეხვდება (ვიდეო)

თარიღი: მაისი 9, 2019

უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალურ ეტაპზე ამსტერდამის “აიაქსსა” და “ტოტენჰემ ჰოთსპურს” შორის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა. როგორც მოგეხსენებათ, პირველი მატჩი ჰოლანდიელებს 1:0 ჰქონდათ მოგებული, რითაც გარკვეულ უპირატესობას ფლობდნენ. საპასუხო დრამატულ ბრძოლაში წარიმართა და “დეზების” გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. შედეგად, ფინალში ლონდონელები გავიდნენ.

მასპინძლები მეხუთე წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავი მატეის დე ლიხტმა შეაგება – 1:0. შესვენებამდე ათი წუთით ადრე ჰაკიმ ზიეშმა მეორედ შეარხია ლონდონელთა კარის ბადე. “ტოტენჰემს” ბურთის გატანის შანსი პირველი გაშვებული გოლის შემდეგ ჰქონდა, როდესაც სწრაფი შეტევა განახორციელა, თუმცა სონ ჰინ მინმა დარტყმული ძელს გაარტყა.

როგორც ჩანს, “აიაქსს” საქმე მოგვარებული ეგონა და მეორე ტაიმში გაცილებით პასიურად მოქმედებდა, რის გამოც დაისაჯა კიდეც: ლუკას მოურამ 55-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო ოთხ წუთში დუბლი გაიფორმა და წონასწორობა აღადგინა. “ტოტენჰემს” ფინალის საგზურისთვის კიდევ ერთი გოლის გატანა მართებდა, ამისთვის გაიბრძოლა და საწადელს ბოლო კომპენსირებულ წუთზე მიაღწია. ლუკას მოურამ 96-ე წუთზე ჰეთთრიკი შეასრულა და ლონდონელებს სანატრელი ფინალის საგზური მოუპოვა.

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალი ინგლისური იქნება: ჩემპიონობისთვის “ტოტენჰემი” და “ლივერპული” იბრძოლებენ. ფინალური შეხვედრა პირველ ივნისს, მადრიდის “ვანდა მეტროპოლიტანოზე” შედგება.

ჩემპიონთა ლიგა
ნახევარფინალი (II მატჩი)
“აიაქსი” — “ტოტენჰემი” 2:3 (2:0) (ორი მატჩის ჯამში 3:3)
გოლები: დე ლიხტი 5′, ზიეში 35′ — ლუკას მოურა 55′, 59′, 90+6′ .

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კურიოზი: რის გამო მიიღო მბაპემ ყვითელი ბარათი “რეიმსთან” მატჩში (ვიდეო)

საფრანგეთის თასზე, “რეიმსსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ მატჩში (0:3) კურიოზული რამ მოხდა. კილიან მბაპემ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარის ორიგინალური პასი “რეიმსთან” მატჩში (ვიდეო)

საფრანგეთის ლიგის თასზე, “რეიმსსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის მიმდინარე მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში ნეიმარმა პასი ორიგინალურად [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანო ანანიძე: “ჩემთვის პრიორიტეტი ევროპაში გადმოსვლა იყო”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მოსკოვის “სპარტაკიდან” ფამაგუსტის “ანორთოსისში” გადავიდა. 27 წლის ფეხ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ გამოიყურება ჩიჩარიტოს მეუღლე (ფოტო)

“ლოს ანჯელეს გალაქსის” ახალწვეულის, ხავიერ ერნანდესის მეუღლე 26 წლის სარა კოჰანია. სარა ავსტრალიელი მოდელი და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 22 იანვარი

ოფიციალურად: ჯანო ანანიძე კვიპროსის ჩემპიონატში ითამაშებს კვიპროსული “ანორთოსისის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას კიდევ ერთი...
წაკითხვა
ფეხბურთი

კევინ დე ბრუნი პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი გუშინ პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა. ბელგიელი პირველი ფეხბურთელი გახდა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რა სუნია?” – კალვერტ-ლიუინი ლასელსის წინააღმდეგ (ვიდეო)

21 იანვარს ინგლისის პრემიერ ლიგაში “ევერტონმა” საკუთარ მოედანზე “ნიუკასლი” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავიდ ლუისის გაძევება და ჟორჟინიოს გოლი (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Jorginho ice cold as usual man. pic.twitter.com/JtyWX7ZioG — 🌬 (@CFCBrano) January 21, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: ჩირო იმობილეს პენალტი “ნაპოლისთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო İmmobile when he saw Ronaldo approaching pic.twitter.com/JddZCzongO — Viscaowski (@viscaowski) January 21, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ შეასრულა გაბრიელ ჟესუსმა პენალტი “შეფილდთან” მატჩში (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგაში, “შეფილდსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის მიმდინარე მატჩის 36-ე წუთზე გაბრიელ ჟესუსმა პენალტი [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 21 იანვარი

ჯანო ანანიძემ მოსკოვის “სპარტაკი” დატოვა საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მოსკოვის “სპარტაკთან” კონტრაქტი გაწყვი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულს” შაქირის 30 მილიონად გაყიდვა სურს

“ლივერპულის” ნახევარმცველის, ჯერდან შაქირის, მომავალი ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული. ბრიტანული პრესის ცნობით, კლუბი მზადაა შვეიცარიელი [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” ობამეიანგის არენდის წესით აყვანა სურს

“ბარსელონას” ხელმძღვანელები პიერ-ემერიკ ობამეიანგის არენდის წესით აყვანას გეგმავენ. ამ ინფორმაციას Goal ადასტურებს. როგორც იცით ლა [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანო ანანიძემ “სპარტაკთან” კონტრაქტი გაწყვიტა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მოსკოვის “სპარტაკთან” კონტრაქტი გაწყვიტა. ამ ინფორმაციას რუსული პრესა ავრცელებს...
წაკითხვა