WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (360669) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (4,5,6,7,8,9,10,12,13,23,24,25,26,27,28,29,50,56,4225,14078) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ჩემპიონთა ლიგის ფინალში “რეალის” მეტოქე “ლივერპული” იქნება (ვიდეო)

თარიღი: მაისი 3, 2018

უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეორე ფინალისტის ვინაობაც გაირკვა. ტურნირის გადამწყვეტ მატჩში მადრიდის “რეალს” “ლივერპული” დაუპირისპირდება. ინგლისური გუნდი “სტადიო ოლიმპიკოზე” “რომასთან” 2:4 დამარცხდა, თუმცა მეტოქეს საერთო ჯამში 7:6 მოუგო და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

მერსისაიდელები მატჩის მე-9 წუთზე სადიო მანემ დააწინაურა. მე-15 წუთზე ანგარიში გათანაბრდა – დეიან ლოვრენმა საკუთარი საჯარიმოდან ბურთი მოიგერია, თუმცა იქვე მდგარ ჯეიმს მილონერს სახეში გაარტყა და ამ უკანასკნელს ავტოგოლი ჩაეწერა. 25-ე წუთზე ჟორჟინიო ვეინალდუმმა “წითლები” კიდევ ერთხელ დააწინაურა და მატჩის პირველი ტაიმი იურგენ კლოპის გუნდმა 2:1 მოიგო. რომაელებმა წონასწორობა მეორე ნახევრის დებიუტშივე ედინ ჯეკოს მიერ გატანილი ბურთით აღადგინეს. 86-ე წუთზე რაჯა ნაინგოლანმა ჩვეულ სტილში, შორეული უძლიერესი დარტყმით მასპინძლები წინ გაიყვანა. მატჩის კომპენსირებულ დროში “ლივერპულის” მცველ რაგნარ კლავანს საკუთარ საჯარიმო მოედანზე ბურთი ხელზე მოხვდა და მერსისაიდელთა კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც ჯეკომ ზუსტად შეასრულა და საბოლოო წერტილი დასვა – 4:2.

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 26 მაისს, კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგა
ნახევარფინალი (II მატჩი)
“რომა” — “ლივერპული” 4:2 (1:2)
გოლები: მილნერი 15′ (ავტოგოლი), ჯეკო 52′, 90+3′ (პენ), ნაინგოლანი 86′ — მანე 9′, ვეინალდუმი 25′.

 



მსგავსი სიახლეები