ჩემპიონთა ლიგის პრევიუ

თარიღი: დეკემბერი 10, 2013

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება. დღეს და ხვალ მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართება. ჩვენი საიტი გთავაზობთ აღნიშნულ ტურში გასამართი მატჩების პრევიუს.

მანჩესტერ იუნაიტედი – შახტარი

პრემიერლიგისგან განხვავებით, “მანჩესტერი” გაცილებით კარგად გამოიყურება ჩემპიონთა ლიგაში. ჯგუფიდან გასვლის საკითხიც ინგლისელებს გადაწყეტილი აქვთ. თუმცა, საშინაო ჩემპიონატში ზედიზედ ორი განცდილი მარცხის შემდეგ, ფსიქოლოგიური თვალსაზრისის “ეშმაკებს” აუცილებლად სჭირდებათ გამარჯვება დღევანდელ მატჩში.

უკრაინელებს დიდი დრო ჰქონდათ ამ მატჩისათვის მოსამზადებლად. დონეცკელებმა უკრაინული პრემირლიგის პირველი წრე უკვე დაასრულეს. როგორც კლუბის პრეზიდენტმა, რინატ ახმეტოვმა განაცხადა, “შახტარი” ამ მატჩის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს. “ოლდ ტრაფორდზე” საინტერესო თამაშს უნდა ველოდოთ.

გამოიცანით შედეგი:

http://fanebi.com/premium/?match_id=948

სოსიედადი – ლევერკუზენი 

“დონბას არენაზე” გამართული მატჩის შემდეგ, სან სებასტიანელებს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში თამაშის ყველანაირი იმედი გადაეწურათ. თუმცა, ესპანელთა მწვყრთნელმა ამაში პოზიტივიც დაინახა: “ახლა ჩემს ფეხბურთელებს პრიმერასთვის მეტი დრო ექნებათ” – განაცხადა არასატემ.

მიუხედავად “მანჩესტერთან” გამანადრუგებელი მარცხისა, ლევერკუზენელების შტაბში კარგი განწყობაა. საქმე იმაშია, რომ გასულ უქმეებზე “ფარმაცეფტებმა” დორტმუნდში გამართული უმნიშნველოვანესი შეხვედრა მოიგეს “ბორუსიას” წინააღმდეგ.

გამოიცანით შედეგი:

http://fanebi.com/premium/?match_id=949

გალათასარაი – იუვენტუსი

“იუვენტუსთან” გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, “გალა” თურქეთის თასიდან გამოვარდა, თუმცა “ლომებმა” თურქულ სუპერლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვეს. მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორი დაპირისპირების დრო გულშემატკივარიც და ფეხბურთელებიც “იუვენტუსზე” ფიქრობდნენ. თურქულმა გრანმა უკვე მიაჩვია საკუთარუ ფანები პლეი-ოფში თამაშს და მიუხედავად მოწინააღმდეგის სიძლიერისა, ისინი კვლავ ეცდებიან ერთგული გულშემატკივრის გახარებას.

სერიას ა-სგან განხვავებით, ჩემპიონთა ლიგის ჯფუფური ეტაპი “იუვესთვის” საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ხუთ ტურში “ბებერმა სენიორამ” მხოლოდ 6 ქულას მოუყარა თავი, რამაც იტალიელები რთულ სიტუაციაში ჩააყენა თურქული ვოიაჟის წინ.

გამოიცანით შედეგი:

http://fanebi.com/premium/?match_id=950

ნაპოლი – არსენალი

საიდუმლო არ არის, რომ F ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე უკომპრომისოა ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებაში. რაფა ბენიტესის გუნდის შანსები საკმაოდ ბუნდოვანია. რთული წარმოსადგენია, რომ “ბორუსია” მარსელს ვერ მოუგებს. მაგრამ “ნაპოლის” დასაკარგი არაფერი აქვს და ისინი “არსენალთან” ბოლომდე იბრძოლებენ.

“არსენალი” რომ შესანიშნავ სეზონს ატარებს, ამას ყველა აღიარებს. თუმცა გასულ ტურში “ევერტონმა” ყველას დაანახა ვენგერის ბიჭების სუსტი წერტილები. ვნახოთ, რამდენად გაითვალისწინებს ამ გამოცდილებას “ნაპოლი”.

გამოიცანით შედეგი:

http://fanebi.com/premium/?match_id=959

მილანი – აიაქსი

სეზონის სტარტზე “მილანმა” საკუთარი გულშემატკივრებიც და ფეხბურთელებიც საგონებელში ჩააგდო, თუმცა ეს მარიო ბალოტელის არ ეხება. ახალგაზრდა ფორვარდი ჩვეულებრივად აგრძელებს გოლების გატანას. იტალიურმა პრესამ, ბალოტელი მილანის ერთადერთ სტაბილურ იარაღად აღიარა. დიდწილად მარიოს თამაშზე იქნება დამოკიდებული “მილანის” ბედი ჩემპიონთა ლიგაში.

“ბარსელონას” ძლევის შემდეგ ჰოლანდიელები კიდევ ერთი გრანდის დამარცხებას შეეცდებიან. თუმცა “აიაქსის” რიგებში გარკვეული საკადრო პრობლემები არის. გუნდს კაპიტანი სიმ დე იონგი და ერთ-ერთი მთავარი ნახევარმცველი ლერინ დუარტე ვერ დაეხმარებიან.

 

ბაიერნი – მანჩესტერ სიტი

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული პრაქტიკულად არანაირ ზეწოლას არ გრზნობს ყველა გათამაშებაში. როგორც ბუნდესლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაში პეპ გვარდიოლას შეგირდები დამაჯერებლად გამოიყურებიან. წლევანდელ გათამაშებაში “ბაიერნი” ერთადერთი გუნდია, რომელსაც ასპროცენტიანი შედეგი აქვს.

“ალიანს არენაზე” გასამართ გასვლით თამაშამდე “სიტის” შესაშური მდგომარეობა ნამდვილად არ აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ მანჩესტერელები გასვლაზე ძალიან ცუდად თამაშობენ, მათი შანსები საგრძნობლად მცირდება. თუმცა, ეს კონკრეტულ მატჩს ეხება. “სიტიმ” სატურნირო ამოცანები უკვე დადებითად გადაწყვიტა.

გამოიცანით შედეგი:

 http://fanebi.com/premium/?match_id=954

 

10 დეკემბერი, სამშაბათი

მანჩესტერი – შახტარი

სოსიედადი – ლევერკუზენი

გალათასარაი – იუვენტუსი

კოპენჰაგენი – რეალი

ბენფიკა – პსჟ

ოლიმპიაკოსი – ანდერლეხტი

ბაიერნი – მანჩესტერ სიტი

ვიქტორია პლზენი – ცსკა მოსკოვი

11 დეკემბერი, ოთხშაბათი

შალკე – ბაზელი

ჩელსი – სტიაუა

მარსელი – ბორუსია

ნაპოლი – არსენალი

აუსტია – ზენიტი

ატლეტიკო – პორტო

მილანი – აიაქსი

ბარსელონა – სელტიკი

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ჰაკან ჩალჰანოღლუს ბრწყინვალე თამაში და პიონტეკის გოლი “ლეჩეს” კარში (ვიდეო)

20 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში “მილანი” საკუთარ მოედანზე “ლეჩეს” დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როი კინის რეაქცია, როცა “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ლივერპულის” მო

20 ოქტომბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ მოედანზე “ლივერპულს” დაუპირისპირდა. მატჩის დაწყების წინ, გ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჟოზე მოურინიომ იურგენ კლოპის კომენტარს უპასუხა

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის დასრულების შემდეგ მეტოქე...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდ კუმანმა, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, შესაძლოა, “ბარსელონა” ჩაიბაროს

უცხოურ პრესაში ძალიან საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება, რომლის თანახმადაც ჰოლანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანს კონტრაქტში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო სულშერზე: “მეც მინდა სამსახური, სადაც სულ მომავალზე ვილაპარაკებ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ, ოლე გუნარ სულშერს წაკბინა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულის” მოგებათა სერია “მანჩესტერ იუნაიტედმა” შეწყვიტა (ვიდეო

20 ოქტომბერს “ოლდ ტრაფორდმა” ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ დაპირისპირებას უმასპინძლა “მანჩესტერ იუნაიტედსა” და...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – კორიფაძის პენალტი აუღებელია, ბათუმის “დინამო” ლიდერია!

ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მე-2 დღეს მხოლოდ საჩხერის “ჩიხურამ” შეძლო გამარჯვება. როგორც ყოველთვის, “ჩიხურას” მატჩში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაჯა ნაინგოლანმა სპალ-ს საოცარი გოლი გაუტანა (ვიდეო)

იტალიის სერია A-ში, “კალიარისა” და სპალ-ს შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში მე-9 წუთზე გაიხსნა. “კალიარის” ნახევარმცველმა, [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სასუოლო” – “ინტერის” მატჩის მიმდინარეობისას უცნობი პიროვნებ

იტალიის სერია A-ში, “სასუოლოსა” და “ინტერს” შორის მიმდინარე მატჩის დროს მოედანზე უცნობი პიროვნება პარაშუტით დაეშვა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანლუიჯი ბუფონის ბრწყინვალე სეივი 94-ე წუთზე (ვიდეო)

19 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “ბოლონია” მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ის, რის გამოც “ატალანტა” დაისაჯა – რა მოხდა “ლაციოსთან” მატჩ

19 ოქტომბერს, იტალიის ჩემპიონატში “ლაციომ” საკუთარ მოედანზე “ატალანტა” მიიღო და ფრედ 3:3 ითამაშა. აღსანიშნავია, სტუმრები [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის – ემოციური კადრები “უტხრეხტი” – პსვ

19 ოქტომბერს, ჰოლანდიის ჩემპიონატში “უტრეხტმა” საკუთარ მოედანზე პსვ მიიღო. მატჩის მიმდინარეობისას ორივე გუნდის გულშემატკივრები ფეხზე [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

აქამდე უცნობი ვიდეო: რა დაემართათ ირლანდიელ ფანებს თბილისში (ვიდეო)

12 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები “დინამო არენაზე” ირლანდიას დაუპირისპირდა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტოტენჰემის” ფეხბურთელები სეზონის ცუდ სტარტში პოჩეტინოს ადანაშაულებენ

როგორც გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Daily Mail იუწყება, “ტოტენჰემის” ფეხბურთელების სეზონის ცუდი სტარტის გამომწვევ მიზეზად მაურისიო [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონობა ბათუმს? – “ლოკომოტივმა” “დინამოს” 94-ე წუთზე მოუგ

ეროვნული ლიგის 31-ე ტურის თბილისურ დერბიში “დინამომ საკუთარ მოედანზე “ლოკომოტივი” მიიღო და 94-ე წუთზე თორნიკე […]...
წაკითხვა