ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის ყველაზე შედეგიან ფეხბურთელთა ათეული
უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე ჩემპიონთა ლიგის (ჩემპიონთა თასი) ყველა დროის ყველაზე შედეგიან ფეხბურთელთა ათეული გამოქვეყნდა. ტურნირზე საშუალოდ ყველაზე მეტი გოლი მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილ ფორვარდ გერდ მიულერს აქვს გატანილი (0.97).
სიაში მოქმედი მოთამაშეებიდან “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი და მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ არიან. არგენტინელს მეხუთე, ხოლო პორტუგალიელს მერვე პოზიცია უკავია.
10. რუს ვან ნისტელროი (პსვ, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “რეალი”) – 60 გოლი 81 მატჩში – 0.74
9. ეუსებიო (“ბენფიკა”) – 47 გოლი 63 მატჩში – 0.75
8. კრიშტიანუ რონალდუ (“მანჩესტერ იუნაიტედი”, “რეალი”) – 111 გოლი 147 მატჩში – 0.76
7. ჟან-პიერ პაპენი (“მარსელი”, “მილანი”) – 28 გოლი 37 მატჩში – 0.76
6. ჟოზე აგუაში (“ბენფიკა”) – 18 გოლი 22 მატჩში – 0.82
5. ლიონელ მესი (“ბარსელონა”) – 97 გოლი 118 მატჩში – 0.82
4. ალფრედო დი სტეფანო (“რეალი”) – 49 გოლი 58 მატჩში – 0.84
3. ფერენც პუშკაში (“ჰონვედი”, “რეალი”) – 35 გოლი 41 მატჩში -0.85
2. ჟოზე ალტაფინი (“მილანი”, “იუვენტუსი”) – 24 გოლი 28 მატჩში -0.86
1. გერ მიულერი (“ბაიერნი”) – 34 გოლი 35 მატჩში – 0.97