ჩეფერინი “იუვენტუსის” პრეზიდენტზე: “არასდროს მინახავს ასეთი მატყუარა ადამიანი”

თარიღი: აპრილი 19, 2021

19 აპრილს ევროპის თორმეტმა გრანდმა ოფიციალურად დააანონსა ახალი ევროპული ტურნირის შექმნის პროექტი. ევროპის სუპერლიგის იდეის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი “იუვენტუსის” პრეზიდენტი ანდრეა ანიელი გახლავთ, რომელიც უეფას პრეზიდენტმა საჯაროდ გააკრიტიკა.

– რას იტყვით ანიელისა და ვუდვორდზე, რომლებიც ბოლო მომენტამდე მხარს უჭერდნენ ჩემპიონთა ლიგის რეფორმას?

– მე იურისტად ვმუშაობდი და ძალიან ბევრ განსხვავებულ ადამიანთან მქონია ურთიერთობა. მაგრამ არასდროს მინახავს მათნაირი ადამიანები.

დავიწყოთ ვუდვორდით. ჩვენ იშვიათად ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. ხუთშაბათს მან დამირეკა და მითხრა, რომ მოსწონდა და მხარს უჭერდა ჩემპიონთა ლიგაზე დაგეგმილ რეფორმებს. მითხრა, რომ ერთადერთი, რისი განხილვაც სურდა, ფინანსური ფეარ-პლეის საკითხი იყო. ფაქტია, რომ ამ დროს მას უკვე მოწერილი ჰქონდა ხელი სხვა რაღაცაზე.

არ მინდა ანიელიზე ბევრი ვისაუბრო. ჩემთვის ის ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო. არასდროს მინახავს ასეთი მატყუარა ადამიანი. წარმოუდგენელია, როგორ შეუძლია ამდენი ტყუილის თქმა.

შაბათს, როდესაც სუპერლიგაზე გავრცელდა ჭორები, მან მითხრა – “არ იდარდო, არაფერი ხდება.” ტელეფონი გამომირთო და მითხრა, რომ მალე შემეხმიანებოდა. მომდევნო დღეს კი ასეთი რამ მოხდა.

ძალიან ბევრი რამ მაქვს ნანახი, მაგრამ ასეთი არაფერი მინახავს. რა თქმა უნდა, სიხარბე ძალიან ძლიერი გრძნობაა და ადამიანის ღირებულებებსაც გადასწონის ხოლმე. მაგრამ ჩვენ მათგან განვსხვავდებით. ყოველთვის კარგია, როდესაც იცი, თუ ვინ რას წარმოადგენს სინამდვილეში.

პარასკევს ისინი მხარს უჭერდნენ ჩვენ რეფორმებს, თუმცა უკვე მოწერილი ჰქონდათ ხელი თავიანთ შეთანხმებაზე. ვუდვორდი, ანიელი, გაზიდისი, ფლორენტინო პერესი – ყველას ეხება. არ ვიცი, შემიძლია თუ არა იმის ახსნა, თუ რას ვფიქრობ მათზე.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

შესაძლოა, ვერატიმ ევროპის ჩემპიონატი გამოტოვოს

“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ მარჯვენა მუხლის მყესი დაიშავა და მისთვის მიმდინარე საკლუბო სეზონი დასრულებულია. […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბუფონი სეზონის ბოლოს “იუვენტუსს” დატოვებს

ტურინის “იუვენტუსის” კარის დარაჯმა ჯანლუიჯი ბუფონმა გამოაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის შემდეგ კლუბს დატოვებს. “გადავწყვიტე, რომ [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა და აჩი არველაძეები ჩინური “სინოფარმით” აიცრნენ

შოთა და აჩი არველაძეები სულ ცოტა ხნის წინ შიდსის ეროვნულ ცენტრში მივიდნენ და კორონავირუსის საწინააღმდეგო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარი ნევილმა და ჯეიმი კარაგერმა პრემიერ ლიგის სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინეს (ფოტო)

Sky Sports-ის მიმომხილველებმა, გარი ნევილმა და ჯეიმი კარაგერმა ინგლისის პრემიერ ლიგის 2020-2021 წლების სეზონის სიმბოლური […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დეშამი: “სანტა კლაუსი არ ვარ, განაცხადში სიურპრიზებს არ ელოდოთ”

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი გულშემატკივრებს აფრთხილებს, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის “მამლების” განაცხადში...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა და აჩი არველაძეები ხვალ ჩინურ ვაქცინას გაიკეთებენ

შოთა და აჩი არველაძეები ხვალ შიდსის ეროვნულ ცენტრში ჩინური ვაქცინით, “სინოფარმით” აიცრებიან. არველაძეები ვაქცინას საჯაროდ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

‘2021 წელია თუ 1810?’ – ფოტო, რომელიც Instagram-მა ვანდა ნარას წაუშალა

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელის, მაურო იკარდი მეუღლემ და აგენტმა, ვანდა ნარამ სოციალურ ქსელ Instagram-ში ფოტო გამოაქვეყნა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

1999 წლის შემდეგ პირველად სერია A-ში

საფეხბურთო კლუბმა “სალერნიტანა” იტალიის სერია В-ს დასკვნით ტურში “პესკარა” ანგარიშით 3:0 დაამარცხა და სერია A-ში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედმა” კავანისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

“მანჩესტერ იუნაიტედმა” გუნდის 34 წლის თავდამსხმელ ედინსონ კავანის კონტრაქტი გაუხანგრძლივა. მხარეებს შორის გაფორმებულ ახალ შრომით […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნიდერლანდების ნაკრების თავკაცი გუნდში რობენის შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა ევრო-2020-ისთვის გუნდში “გრონინგენის” ნახევარმცველ არიენ რობენის შესაძლო გამოძახ...
წაკითხვა
ფეხბურთი

თუ “იუვენტუსი” სუპერლიგას არ დატოვებს, სერია A-ში ვეღარ ითამაშებს

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, გაბრიელე გრავინას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ტურინის “იუვენტუსი” ევროპის სუპერ ლიგაში [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

პირლო: “წასვლას არ ვაპირებ”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ “მილანთან” განცდილი მარცხის (0:3) შემდეგ განაცხადა, რომ ის დაკავებული ...
წაკითხვა
კალათბურთი

რამდენია ფილიპ ორშულას ხელფასი? – ფეხბურთელი, რომელიც მე-4 ლიგაში თამაშობს

“დინამო თბილისის” სლოვაკი ლეგიონერი ფილიპ ორშულა განაცხადშიც ვერ ხვდება და მე-2 გუნდში, მე-4 ლიგაში სათადარიგო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანტე რებიჩის ულამაზესი გოლი “იუვენტუსის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Rebic’s great goal against Juventuspic.twitter.com/bCX9cX91G3 — Milan Eye (@MilanEye) May 9, 2021...
წაკითხვა