ჩერდან შაქირი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს
შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებს საქართველოსთან გასამართ შეხვედრაში ერთ-ერთი ლიდერი, “ლივერპულის” შემტევი ნახევარმცველი, ჩერდან შაქირი არ ეყოლება.
27 წლის ფეხბურთელს საზარდულის ტრავმა აწუხებს, რის გამოც მან 18 მარტს შვეიცარიის ნაკრების შეკრება დატოვა. შვეიცარიელთა მთავარი მწვრთნელი, ვლადიმირ პეტკოვიჩი შაქირის შემცვლელს დღეს, 19 მარტს დაასახელებს.
გარდა შაქირისა, შვეიცარიის ნაკრებს საქართველოსთან მატჩში კევინ მბაბუ და ჰარის სეფეროვიჩი დააკლდებიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიას 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
L’équipe suisse doit renoncer aux services de Xherdan Shaqiri en Géorgie (23.3) et contre le Danemark (26.3.). Le joueur souffre d’une inflammation à la zone pubienne. Shaqiri a quitté l’équipe ce soir. Son remplaçant sera annoncé mardi. #GEOSUI #SUIDEN
— nationalteams_SFVASF (@SFV_ASF) March 18, 2019