ჩეზარე მალდინი გარდაიცვალა
“მილანის ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, პაოლო მალდინის მამა, ჩეზარე მალდინი რამდენიმე საათის წინ 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს სამწუხარო ინფორმაცია, დილით მალდინების ოჯახში დაადასტურეს.
ჩეზარე მალდინი ამპლუით მცველი იყო. მან კარიერა 1952 წელს “ტრიესტინაში” დაიწყო, 1954 წელს “მილანში” გადავიდა, სადაც 12 სეზონი გაატარა, სათამაშო კარიერა კი “ტორინოში” 1967 წელს დაასრულა.
რაც შეეხება მის სამწვრთნელო კარიერას, სხვადასხვა დროს ის “მილანს”, “ტერნარას”, “ფოჯას”, იტალიისა და პარაგვაის ეროვნულ ნაკრებებს ხელმძღვანებლობდა.
ჩეზარე მალდინიმ “მილანთან” ერთად, როგორც მწვრთნელმა და როგორც მოთამაშემ იტალიის სერია A, იტალიის თასი, ევროპის თასი და სხვა ტიტულები მოიგო. 1963 წელს ის მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მალდინი “მილანის” დიდების დარბაზშია შეყვანილი.