ჩიჩარიტო ინგლისის პრემიერლიგაში ბრუნდება
ლევერკუზენის “ბაიერის” თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი ინგლისის პრემიერლიგაში ბრუნდება. მექსიკელი ფეხბურთელი “ვესტ ჰემ იუნატედში” ითამაშებს.
ლონდონური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ტრანსფერის თაობაზე მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. ჩიჩარიტო უახლოეს დღეებში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც “ვესტ ჰემთან” კონტრაქტს გააფორმებს.
მექსიკელ ფეხბურთელსა და “ბაიერს” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა მომავალი წლის ზაფხულში გასდის, კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა კი 13 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ ჩიჩარიტოს ნისლიან ალბიონზე თამაშის გამოცდილება აქვს. ის 2010-დან 2015 წლამდე “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას იცავდა. ხავიერ ერნანდესმა ამ პერიოდის განმავლობაში 157 მატჩი ჩაატარა და 59 გოლი გაიტანა. ჩიჩარიტომ გასულ სეზონში ჩატარებულ 76 შეხვედრაში 39 ბურთი მიითვალა.